რიკოთზე ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე გზა გაიწმინდა, მოძრაობა აღდგა და მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.
„ხევი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე დაფიქსირდა რამდენიმე ავტოავარია, ასევე [გუშინ] დღის ბოლოს, საღამოს საათებში, ძლიერი წვიმის შედეგად, მშენებარე ადგილზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გადმოვიდა ტალახიანი წყლის მასა, ლაფის სახით, რამაც შეაფერხა მოძრაობა. მონაკვეთი 15-20 წუთში გაიწმინდა, თუმცა [ავტომობილების] დიდი ნაკადიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებები დაგროვდა და იმავე მონაკვეთში სატვირთო ავტომობილის დაზიანების გამო, საგზაო მოძრაობა შეფერხდა. როგორც კი გაიყვანეს სატვირთო გზიდან, მოძრაობა აღდგა. რიკოთზე მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, - აღნიშნა წერეთელმა.
უახლესი