დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რიკოთთან დაკავშირებით თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანა პოლიტიკურია - ირაკლი ქარსელაძე

რიკოთთან დაკავშირებით თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანა პოლიტიკურია - ირაკლი ქარსელაძე

11-08-2023 18:45:11

 

რიკოთთან დაკავშირებით თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანა პოლიტიკურია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბრალდება, რომ რიკოთის გვირაბი დაკეტილია, არასწორია, რადგან რეალურად რიკოთზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს და გადაადგილება უსაფრთხოა. სამწუხაროდ მოვისმინე ძალიან ბევრი ტყუილი და ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი,

„უსამართლო ბრალდებები, იყო ცილისწამება და თანმიმდევრობით გავყვები ამ ძირითად საკითხებს: რიკოთის მონაკვეთი შედგება ოთხი მონაკვეთისგან და ჯამში ეს არის 52 კილომეტრამდე გზა. 51 გვირაბიდან 45 უკვე დასრულებულია, ხოლო 97 ხიდიდან 81 უკვე აშენებულია. აქედან 12 გვირაბით და 22 ხიდით უკვე 8 თვეა ვსარგებლობთ. მთლიანი პროექტის პროგრესი არის 86%. გამორჩეულად დაწინაურებულია 2 მთავარი მონაკვეთი, რომელიც ხევიდან ზესტაფონამდეა და აქ არის 90% და 96% პროგრესი.

ეს ის ორი მონაკვეთია, რომელთა გახსნაც დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე წელს. დანარჩენ მონაკვეთებზე გრძელდება სამუშაოები და 2024 წელს დასრულდება. პირველი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთი დაკეტილია. 

რიკოთი არ არის დაკეტილი. რიკოთზე მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის შემდეგი: 149-ე კილომეტრზე, არსებული ძველი გზიდან, დაახლოებით 200 მეტრში აღმოჩენილია პოტენცური მეწყერის კერა, რომლის ანალიზიც და შესწავლა გააკეთეს სპეციალისტებმა და მომეტებული საფრთხის მქონედ მიიჩნიეს.  მყისიერად იყო მიღებული გადაწყვეტილება რიკოთის მყისიერად დაკეტვის შესახებ. გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი, ასევე მოეწყო  შესაბამისი კედელი და ამ პირობებში ჩვენ უკვე შეგვეძლო სპეციალური შესაბამისი რეჟიმის დაწესების პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. იმდაგვარად, რომ  პრევენცია, შესაბამისი პოტენციური პირობების გააქტიურების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი და ამ პირობებში გადაადგილება ახლაც და შემდგომაც რჩება უსაფრთხო. 

ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ რიკოთზე 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ განვითარებულა და უფრო მეტიც, საუბარია იმაზე რომ საგზაო დეპარტამენტმა მონიტორინგის შედეგად, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო შესაძლო რისკი და გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო.  რეჟიმი დაწესებულია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე და შემდგომ უკვე საღამოს 22:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის. ეს არის მაგალითი იმისა და საპირისპირო იმ ბრალდების რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია მართოს პროცესები, კომპეტენციის პრობლემაა არის უსაფუძვლო და ცილისმწამებლური, ვინაიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილება და რეაგირება იყო მყისიერი და ეფექტური, რადგან ძალიან მალე მოხდა სპეციალური რეჟიმით რიკოთის მონაკვეთის გახსნა და დღესაც ამ რეჟიმით ვსარგებლობთ.

ასევე შესაბამისად მალევე დაიწყო კვლევა-საძიებო სამუშაოები და რამაც საშუალება მოგვცა შეგვემსუბუქებინა რეჟიმი, რომლითაც დღეს ვმოქმედებთ. ამდაგვარი კვლევები გაგრძელდება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს კიდევ უფრო შემსუბუქება და ამ რეჟიმის მოხსნა. ყველაფერი დამოკიდებულია იმ შეფასებაზე, რაც ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ქარსელაძემ. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები