„დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორის ნესტორ მიქატაძის თქმით, რიკოთის ნაწილობრივი ჩაკეტვით, მგზავრების გადამყვან კომპანიებს ყოველდღიურად 30%-ით შეუმცირდათ შორი, ე.წ. რიკოთს იქითა რეისები.
ამავე მიზეზით ვერც სააღდგომო პერიოდში შეძლეს მდგომარეობის გაუმჯობესება.
როგორც მიქატაძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, წინა წელთან შედარებით, მგზავრებს 7%-ით ნაკლები სატრანსპორტო საშუალება მოემსახურა.
„სააღდგომო პერიოდში მგზავრთა გადაყვანის დაგეგმილი მაჩვენებელი ვერ შევასრულეთ. ზრდას ველოდით, მაგრამ რიკოთის დაკეტვის გამო შორ რეისებზე მოთხოვნა სააღდგომოდ 5-7%-ით ნაკლებიც იყო.
კონკურენტებს ვაჯობეთ, მაგრამ მგზავრების რაოდენობა ვერ გავზარდეთ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ასეა ახლაც, ჩვეულებრივ პერიოდში რიკოთს იქით 100 მანქანა გადიოდა, ამჟამად 70 მანქანაზე მეტი ვერ მიდის.
უღელტეხილზე არსებულმა მდგომარეობამ გარკვეულწილად შეგვაფერხა. სადღესასწაულოდაც ბევრი მოერიდა ჩვენი მომსახურებით სარგებლობას მოსალოდნელი დისკომფორტის გამო. მგზავრების მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ, მაგრამ მგზავრთნაკადი მცირე იყო“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, 30 მარტიდან აიკრძალა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთზე 24 საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მიმდინარეობს.
იგივე თემაზე:
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება