„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე მდებარე ATI რუფტოპ რესტორანი სტუმრებს ქართული სტუმართმოყვარეობის ყველაზე კომფორტულ გარემოში ეპატიჟება.
ეს არის თანამედროვე ქართული სამზარეულო, ბარი, ტერასა და ლაუნჯი. დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო პანორამული ხედი ქალაქზე და განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც ზუსტად ასახავს ქართულ სტუმარმასპინძლობის კულტურას და ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, მომხმარებელს სთავაზობენ ტრადიციულ კერძების ინოვაციურ ნაირსახეობას საქართველოს ყველა კუთხიდან, რომლის შემოქმედები გამოცდილი შეფმზარეულები არიან და ,,ათის“ კულინარიაში გადმოსცემენ სრულიად განსხვავებულ ემოციას, რომელიც ამა თუ იმ კუთხეს და ტრადიციას ახასიათებს.
თუმცა ეს მხოლოდ ერთი მხარეა. სამზარეულოსთან ერთად განსხვავებულია ინტერიერი, რომელიც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გუნდმა რესტორნის სტუმრებისთვის შექმნა.
„ჩვენი რესტორნის კულინარიული გუნდი დაკომპლექტებული სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისგან - ყველა მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს ძველი ტრადიციული გემოების აღდგენასა და მის თანამედროვე რეცეპტორებზე მორგებაზე. ATI-ში სტუმრობისას არა მხოლოდ კერძების მრავალფეროვნებით, არამედ ჩვენი ინტერიერითაც მოიხიბლებით . თითოეული დეტალი საგულდაგულოდ არის შერჩეული, რომ სწორედ ის ემოცია გადმოგვეცა რაც ქართულ ტრადიციულ სუფრას ახასიათებს. გათანამედროვებული რეცეპტები და ინტერიერში გამოყენებული ქართული ორნამენტები კი იმ ისტორიას მოგიყვება, რისი გაზიარებაც მომხმარებლებისთვის ასე გვინდოდა“, - აცხადებს რესტორან ,,ათის“ წარმომადგენელი.
ქართული აქცენტი ყველაფერშია – ინტერიერის დიზაინში, პერსონალის უნიფორმაში და სხვა, თავისი საოცარი ხედებით, ეკლექტიკური ავეჯითა და გამწვანებული ინტერიერით.
„ათი“ ქართული კონცეფციის მატარებელია. აქ ყველა თქვენი გრძნობა უმაღლეს რანგშია აყვანილი და საუკეთესო შეგრძნებებს აღვიძებს: ქალაქში საუკეთესო პანორამული ხედი; მენიუს რეპრეზენტაცია და საუცხოო ინტერიერი; მუსიკის ჰანგები - თანამედროვე ქართული და უცხოური ჯაზი, ცოცხალი მუსიკისა და დიჯეის კომბინაცია; გემოები - დაბალანსებულად შერჩეული კერძები, მენიუს მიმდინარეობა და სასმლის შესაბამისობა კერძებთან და სხვა. ამდენად, ათი - ათჯერ უკეთესი გამოცდილება!
რესტორნის ულამაზეს ინტერიერს ღამის განათებული ძველი თბილისი უკვე ბუნებრივად ერწყმის და ნამდვილ ქართულ, ეკლექტიკურ სრულ სურათს ქმნის“, - აცხადებს რესტორან ,,ათის“ წარმომადგენელი.
უახლესი
49 წუთის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი2 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს3 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა3 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
ვაჭრობის ჩემპიონატი ბიტანიკაზე