დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეკორდული მაჩვენებლები - 11 თვეში საქართველოში 188 800 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა

რეკორდული მაჩვენებლები - 11 თვეში საქართველოში 188 800 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა

19-12-2023 12:00:00

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში 31.5%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის 11 თვეში ქვეყანაში 188 800 ერთეული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაფიქსირდა, რომლის საერთო ღირებულებაც 2,880,963.81 ათასი დოლარი შეადგინა. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 143 542 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტია დაფიქსირებული.

მიმდინარე სტატისტიკით, ქვეყანაში იმპორტირებული მსუბუქო ავტომობილების 71%-ი აშშ-ზე მოდის, ხოლო 12%-ი იაპონიაზე.

TOP-5 ქვეყანა საიდანაც საქართველო ავტომობილებს ყიდულობს:

  • აშშ - 133,396 ცალი
  • იაპონია - 22,617 ცალი
  • გერმანია - 11,337 ცალი
  • კორეა - 3,341 ცალი
  • პოლონეთი - 3,124 ცალი

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რეკორდულია, როგორც რაოდენობრივად, ასევე ღირებულებით ნაწილში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები