საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს კომპანიებში რეინვესტირების მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში რეკორდულია.
კერძოდ, 2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება.
უახლესი