2024 წლის 1-ელი იანვრიდან საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი იცვლება.
ამის შესახებ მომხმარებლებს „სოკარ ჯორჯია გაზი", "საქორგაზი" და "თელავიგაზი" ატყობინებენ.
კერძოდ, ამ ბიზნეს ოპრატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 (ერთი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო (მოსახლეობის) ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
უახლესი