დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეალიზაციის თვალსაზრისით, დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვაქვს - „მტევინო“

რეალიზაციის თვალსაზრისით, დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვაქვს - „მტევინო“

20-01-2025 12:00:00

„მტევინომ“ 2024 წელს ასორტიმენტი გააფართოვა და 2025-ისთვის ტურიზმში ინვესტირების გაგრძელებას კვლავ გეგმავს. წლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ზაუტაშვილმა Business Insider Georgia - სთან ისაუბრა. 

ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ ორ პლატფორმას შეხვდებით. ერთია მეღვინეობა, ხოლო მეორე ტურიზმი. ტურიზმში საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვაკეთებთ, სრულდება საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოები, დავიწყებთ გაზაფხულიდან უკვე კოტეჯების აშენებას. მეღვინეობის მიმართულებით, დავამატეთ რამოდენიმე ახალი ღვინო - შევქმენით ახალი პროდუქტი. ასევე, ვმუშაობთ ახალ კონტრაქტზე და თუ ეს ახალი შეთანხმება დადასტურდება ანალოგიურად  ინვესტიციის ჩადების საჭიროება გაჩნდება ჩვენს საწარმოში.

უნდა ითქვას, რომ 2024 წელი საკმაოდ კარგი, შედეგიანი წელი იყო და რეალიზაციის მხრივდაახლოებით 25%-იანი ზრდა გვქონდა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი.

კომპანიამტევინო“-  ყოველწლიურად რეალიზაციის ახალი ბაზარები ემატება, რაც კომპანიის ცნობადობას უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში მის პოზიციონირებაზეც ახდენს გავლენას. 

ყოველ წელიწადს ახალ-ახალი ბაზრები  და ობიექტები გვემატება, როგორც საექსპორტო ასევე ადგილობრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ინტერესი საკმაოდ მზარდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, რომელიც რა თქმა უნდა ისევე უმაღლესი გვაქვს, როგორც გვქონდა გახნის დღიდან“, -  ამბობს ნიკა ზაუტაშვილი .

არსებული წარმატებული შედეგების მიუხედავად კომპანია კვლავ გეგმავს საექსპორტო არეალის გაფართოებას.

რა თქმა უნდა ანალოგიურია ბაზრებირომლითაც 2024 წელს ვისარგებლეთ. თუმცა, ვგეგმავთ, რომ 30%-იანი მატება გვქონდეს და შესაბამისად გვსურს საექსპორტე ქვეყნების დამატება, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კომპანია ასორტიმენტის. ზრდას არ გამორიცხავს. 

ამას გვაჩვენებს ის პერიოდი რომელიც დღეიდან ახალი რთველის მოსვლამდეა. აღნიშნულ პერიოდში თუ მოთხოვნა იქნება ბაზარზე ახალი პროდუქტების დამატების ნაწილში ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ და ჩვენს ასორტიმენტსაც მეტად გავაფართოვებთ“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ზაუტაშვილმა.

ცნობისთვის, მეღვინეობა "მტევინო" ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცეს წარმოადგენს. მარანი მდებარეობს საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად.

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები