საქართველოს მე-16 ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დისკუსია შეეხებოდა საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს, ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, განახლებადი ენერგიის რესურსების გამოყენებას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და მოდერატორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
„პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგოსექტორის წარმომადგენლებს, სფეროს სპეციალისტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გააცნო სახელმწიფო ხედვა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები. დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხებოდა საქართველოს საკმაოდ ამბიციურ და რეალისტურ გეგმებს 2030 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის სრულად გამოყენებისა და ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით.
ამავდროულად, საქართველოს როლს არა მხოლოდ საკუთარი ენერგოუსაფრთხოების, არამედ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.
სრულიად რეალისტურია ეს გეგმა და ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმაც ისაუბრა, რომ საქართველომ 2030 წლისთვის შეძლოს არა მხოლოდ საკუთარი ენერგომოხმარების სრულად დაკმაყოფილება, არამედ საექსპორტო პოტენციალის ზრდა“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მეთექვსმეტე დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია; საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე; დისკუსიას მოდერაციას უწევდა ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი.
უახლესი