დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაზე იმსჯელა ბიზნესმა პრემიერთან შეხვედრისას | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რაზე იმსჯელა ბიზნესმა პრემიერთან შეხვედრისას | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

04-03-2024 09:50:00

როდესაც ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელზე, ბიზნესი ყოველთვის საუბრობს სპეციალისტების ნაკლებობაზე, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გასულ კვირაში პრემიერისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრასა და განათლების სექტორში გატარებულ რეფორმებსა და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ განათლების სექტორის მაჩვენებლებზე ისაუბრა. 

„ყველაზე დიდი სიახლე, რამაც აალაპარაკა განათლების სექტორი, ყველაზე პროგრესული და რევოლუციური სიახლე, არის ის, რომ ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამები გახდა 3 წლიანი, ნაცვლად 4 წლისა. ხოლო სამაგისტრო პროგრამები ამავე მიმართულებით ნაცვლად 2 წლისა იქნება 1 წლიანი. რაც  პირველ რიგში არის აპრობირებული ევროპულ სტანდარტთან, მეორე რიგში  ბიზნესთან კომუნიკაციის მეტ საშუალებას იძლევა და ახლოს არის დასაქმების უფრო მეტ შესაძლებლობასთან. თუმცა ჯამში საინტერესოა, რომ გასული კვირის ბოლოს საქსტატმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც გვიჩვენებს თუ ქვეყანაში რამდენი უმაღლესდამთავრებულია და ასევე რამდენი ადამიანია პროფესიული განათლებით. ციფრები ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან. 2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია. პროფესიული განათლება კი 8000-ზე ოდნავ მეტს აქვს მიღებული. ეს ყველაფერი კი არ არის შემთხვევითი. მეორეს მხრივ ბიზნესი ღიად საუბრობს, რომ ეს არ არის ის, რაც მას სჭირდება და ეს მაჩვენებლები არ არის ახლოს იმ მოთხოვნებთან, რომელიც ბიზნესს სჭირდება. 

1 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში შეხვდა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. სხვადასხვა კომპანიების 400-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ამ ღონისძიებას. მათ შორის იყვნენ ანალიტიკური, აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. იყო საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, სადაც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია „BAG ინდექსი“, რომელშიც საუბარი იყო ბიზნესის მოლოდინებზე. 2023 წელს გამოკითხული ბიზნესიდან 68%-ი აღნიშნავს, რომ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემატური საკითხი, რამ ამ პერიოდში სახელდებოდა იყო ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები. რა ვითარებაა ამ კუთხით? გამოკითხულ ბიზნესის წარმომადგენლებში მოლოდინები არის პოზიტიური, გამოკითხული ბიზნესის 59%-ი საუბრობს იმაზე, რომ კურსი არ შეიცვლება, 16%-ი კი მიიჩნევს, რომ გამყარდება. ანუ კურსთან მიმართებაში ბიზნესის მხრიდან სტაბილური მოლოდინებია, რაც ბიზნეს უადვილებს გადაწყვეტილებების მიღებას. დასაქმების ნაწილში სახეზეა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, ან მინიმუმ იგივე დარჩა ბიზნესების ცალკეულ ნაწილში. ერთია დასაქმების ზრდა და მეორეა ანაზღაურება, სადაც 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით ზრდა არის დაფიქსირებული. რაც შეეხება სპეციალისტების ნაკლებობას 2020 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მუდმივად იზრდებოდა. 

როდესაც საუბარია უმუშევრობის მაჩვენებელზე, ბიზნესი ყოველთვის საუბრობს სპეციალისტების ნაკლებობაზე. სწორედ აქ არის მოსაძებნი კორელაცია განათლებასა და ბიზნესს შორის, აქ არის მეტი კომუნიკაცია საჭირო განათლებასა და ბიზნესს შორის, ვინაიდან სამუშაო ძალის ნაკლებობაზე საუბრობს გამოკითხული ბიზნეს სექტორის 45%-ი“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები