„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის საბაზისო სცენარის გადახედვის ფაქტი შეფასა, რომლიც თანახმადაც, მშპ, პროგნოზირებული 5,2%-ის ნაცვლად, 6%-ით გაიზრდება.
„ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში ისაუბრა, რომ საჭიროა ცვლილება ეკონომიკური ზრდის საბაზისო სცენარში. ნაცვლად 5,2%-სა, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6%-ით. ოპტიმისტური სცენარით ეს არის 7,3%. არსებული მაჩვენებლები უპირატესად ემყარება აპრილის თვის პერიოდში დაფიქსირებულ მაღალ მაჩვენებლებს, დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას. 11,2%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა აპრილში, რაც 4 თვის საშუალო მაჩვენებლით იყო 9%. ოპტიმისტური სცენარი, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ახსენა, ასევე ვიპროგნზირეთ გაეროს ეკონომიკური პროგნოზების მოდელის თანახმად შექმნილ GFM-ში საქართველოს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელში, ზუსტად ეკონომიკური პროგნოზების თანახმად, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეკონომიკური პროგნოზების თანახმად, ეს იქნებოდა 7,2%. თუმცა კარგია, რომ სცენარი იცვლება და მეორე კვარტლის შემდეგ ბუნებრივია პროგნოზის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადავხედავთ. უნდა აღინიშნოს რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ყველაზე უფრო მაღალი, რაც მანამდე იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ.
ამ პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ზოგადად, პროგნოზირებდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნებოდა“, - განაცხადა გორგი აბაშიშვლმა.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა პირაპირ კავშირშია პენსიების ზრდასთან. რაც უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, პენსიების ინდექსაციის თანახმად, ავტომატურად ხდება პენსიის მომატება, რომელიც მიბმულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ასე, რომ ამ შემთხვევაში, ციფრები პირდაპირ ითარგმნება ეკონომიკურ სარგებელში. რა განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას? რა თქმა უნდა, ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში, მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს მაღალი ბიზნეს-აქტივობა. თუ არ იქნება ბიზნესი აქტიური, ვერანაირ ეკონომიკურ ზრდას ვერ მივიღებთ. თუ ბიზნესის ბრუნვისა და გამოშვების მაჩვენებელს წლების მიხედვით შევხედავთ, 2023წლის მე-4-ე კვარტალში არის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. ასევე მინდა შევადაროთ 2024 ლის პირველი კვარტალი, 2023 წლის პირველ კვარტალთან, სოლიდურადაა გაზრდილი, როგორც ბრუნვის, ისე პროდუქციის გამოშვების მოცულობა.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ აქამდე მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ეკონომიკის მხოლოდ 20%, დღეს ეს სეგმენტი ქმნის მთლიანი გამომშვების ნახევარზე მეტს. 52,2%-ია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი. ცხადია, მცირე და საშუალო ბიზნესის გაფართოება, ავტომატურად ნიშნავს მეტ ინკლუზიურ ზრდას და საზოგადოების ყველა ფენაზე გადანაწილებას. ეს არის სტრუქტურა, რომელიც აჩვენებს, თუ სადარის ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებული. ბუნებრივია, ვაჭრობის სფერო, ამ შემთხვევაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
სხვათა შორის აქტიურია ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება და რა თქმა უნდა მშენებლობა-ტრანსპორტი, რომელიც ითვლება რომ არის მზარდი დარგები.
ბოლო პერიოდში ჩვენ აღვნიშნეთ ინფორმაციები და კომუნიკაციები, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო საქართველოში. მათ შორის კომპანიების რელოკაციის შედეგად, ეს სფერო საქართველოში ითვლება პირველ სექტორად ანაზღაურების მიხედვით.
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით სოლიდურად არის გაზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა ბიზნეს-სექტორში.
უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 16,2%-მდე, 2024 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი კიდე უფროა შემცირებული და 14%-ზე ფიქსირდება. თუ ამას 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში შევადარებ კლება 4%-ია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის აქტივობის მაჩვენებელს.
რაც შეეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს - 2023 წელს იყო 11,8%, ესაა ისტორიული მინიმუმი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება. ჯამში სიღარიბის შემცირება ხდება იმიტომ რომ იქმნება მეტი სამუშაო ადგილი და ბიზნეს-აქტივობა არის გაზრდილი. ანუ ყველაფერი კავშირშია, ამ შემთხვევაში ერთმანეთთან.
რა კავშირშია სესხების წლიური ზრდის ტემპი, ამ ყველაფერთან?
ბიზნესისა და ეკონომიკის აქტივობისთვის გადამწყვეტია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მხრიდან, აქტიური ეკონომიკური საქმიანობა, რაც საბანკო სესხების გამოყენების სტატისტიკაში გამოიხატება. სესხების მთლიანი წილი იზრდება განსაკუთრებით ეროვნული ვალუტით. ამის მიზეზია ის, რომ მთელი წლის განმავლობაში სებ-ი არბილებდა რეფინანსირების განაკვეთს, რაც ავტომატურად იწვევდა ლარში სესხების გაიაფებას, რაც არის სტიმული მეტი სესხის აღებისა და მეტი ეკონომიკური აქტივობის. სხვაგვარად ბიზნეს-აქტივობა წარმოუდგენელია. თუ შევხედავთ საბანკო სესხების მიზნობრიობის მაჩვენებელს, აქ განსაკუთრებითაა გაზრდილი ბიზნეს-სესხების მაჩვენებელი.
როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესის აქტიურობაზე, ამ შემთხვევაში ბიზნეს-სესხების გაცემა პირდაპირპროპორციულია სექტორის აქტივობასთან. ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა არსებული ინფლაციის ფარგლებში, არის მზარდი, დინამიკური. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა, შესაძლოა, იყოს 7,3%, თუმცა ჩვენი პროგნოზით იყოს მეტი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სტაბილური მდგრადი განვითარება, მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტიკური სტაბილურობაც“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. .
უახლესი