დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ვერ შედის საქართველოში დამზადებული კოსმეტიკური ნაწარმი ევროკავშირის ბაზარზე - „ზარბაზანი“

რატომ ვერ შედის საქართველოში დამზადებული კოსმეტიკური ნაწარმი ევროკავშირის ბაზარზე - „ზარბაზანი“

03-01-2024 17:00:00

ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ, თუმცა სამწუხაროდ ქვეყანას კოსმეტიკური ბრენდების უცხოეთის ბაზარზე გატანის მწირი გამოცდილება აქვს, - ამის შესახებ Business Insuder Georgia-თან ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე აცხადებს.

„ევროპის ქვეყნებში გასასვლელად საჭიროა სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც უნდა დადასტურდეს, რომ საქართველოში დამზადებული კოსმეტიკა ნატურალურია. ასეთი ლაბორატორია საქართველოში არსებობს, რომელიც ამ საკითხს იკვლევს, თუმცა ამავდროულად საჭიროა ევროპის ბაზარზე შესასვლელად კიდევ ერთი სერტიფიკატი, ინარჩუნებს თუ არა პროდუქტი ნატურალურობას მას შემდეგ, რაც ბოთლში მოთავსდება. ამ სერტიფიკატს საქართველოში მოქმედი ლაბორატორია ვერ გასცემს. ამიტომ ევროკავშირში საქართველოში დამზადებული კოსმეტიკის ექსპორტი ავტომატურად იბლოკება“, - ამბობს ნანა დავითაძე.

მისი თქმით, ასეთი სერტიფიკატის აღება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამ დროისთვის „ზარბაზანის“ კოსმეტიკა ონლაინ შუა აზიის ბაზარზე იყიდება. 

„ღვინის კოსმეტიკა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. განსაკუთრებით იმ ქვეყნების წარმომადგენლებზე, რომელთაც ქართული ღვინო ძალიან უყვართ. მაგალითად, მოსწონთ საფერავის შამპუნი. გვაქვს ოთხი ღვინის ხაზი - საფერავი, ოჯალეში, ხვანჭკარა და რქაწითელი. თითქმის ორ თვეში ერთხელ ახალ პროდუქტს ვამატებთ. ბოლოს დავამატეთ ტანის ლოსიონი და სკრაბი, რომელიც ყველაზე პოპულარულია. მომხმარებელს განსაკუთრებით მოსწონს ფელამუშის სურნელი“,- ამბობს ნანა დავითაძე.

ბრენდის უნიკალური დიზაინი შექმნილია ქართველი, ვერსალის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ხელოვანის მიერ. 

საახალწლო ფასდაკლება 15 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.

საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები