დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ გადაწყდა ახალი აეროპორტის ვაზიანის ტერიტორიაზე აშენება -  მარიამ ქვრივიშვილის პასუხი

რატომ გადაწყდა ახალი აეროპორტის ვაზიანის ტერიტორიაზე აშენება - მარიამ ქვრივიშვილის პასუხი

12-04-2024 16:00:00

აეროპორტის ტერიტორია ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ე.წ. მომიჯნავე სექტორების განვითარებაც მოვახდინოთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ქვრივიშვილის განმარტებით, ვაზიანის ტერიტორიას აქვს ძალიან დიდი ფართობი და ისტორიულად ის ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც იდეალური ადგილმდებარეობა საერთაშორისო აეროპორტისთვის.

„ჩვენი არსებული კვლევები, თბილისის აეროპორტის გაფართოების გენერალური გეგა ჩვენ გვაქვს, რომელიც შემუშავებულია მათ შორის არსებული აეროპორტის ოპერატორის მხრიდან. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცოდით თუ რა არის ის შეზღუდვები, რომელიც ობიექტური რეალობიდან გამომდინარე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჰონდა.

შესაბამისად ჩვენ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა დაახლოებით 15 მლნ-იან აეროპორტზე, რომელიც იქნებოდა ის მაქსიმუმი გაფართოების შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მთავარ აეროპორტი ექნებოდა. ასევე იყო რიგი გამოწვევები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა მაქსიმალური ხელშეწყობა ალბად აღარ გამოგვივიდოდა კარგო ტერმინალების მშენებლობის კუთხით, ქართველ მეწარმეებს არ ექნებოდათ მეტი შესაძლებლობა, რომ შესულიყვნენ ქვეყნის მთავარ აეროპორტი სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობით. მათ შორის ეს ფაქტორიც არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვაზიანზე. ვაზიანის ტერიტორიას საბედნიეროდ აქვს ძალიან დიდი ფართობი.

ისტორიულად ვაზიანის ტერიტორია ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც იდეალური ადგილმდებარეობა საერთაშორისო აეროპორტისთვის. პირველ ეტაპზე 530 ჰა-ზე მოხდება აეროპორტის მშენებლობა. აეროპორტის გაფართოება და მშენებლობა ზოგადად 2 ფაზადაა მოაზრებული. სასიხარულოა, რომ აეროპორტის ტერიტორია ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ე.წ. მომიჯნავე სექტორების განვითარებაც მოვახდინოთ: 

 სამგზავროსთან ერთად საჰაერო ტვირთების გადაზიდვა, ტრანზიტულ ლოგისტიკური ცენტრები და ჰაბები, ე.წ. ქეითერინგები, ტექნიკური მომსახურების ბაზები და სხვა, რაც სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან გამომდინარე ამ მასშტაბით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ქვრივიშვილი ამბობს, რომ ყველა ქვეყანა, როდესაც აეროპორტს აგეგმარებს მათი განვითარების გეგმა და ე.წ. მასტერპლანი ყოველთვის სცდება 20-25-30 წელს.

„შესაბამისად ვაზიანის აეროპორტი ჩვენს ქვეყანას მომდევნო წლების განმავლობაში მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ  20-დან და 40 მლნ-იან მგზავრნაკადზე იყოს გავლილი და ტერიტორიაც შემდგომი გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.

ცხადია, უმნიშვნელოვანესი ავიაციის ინდუსტრიის როლი ტურიზმის ინდუსტრიაზე, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე აქვს ძალიან დიდი ეფექტი. ჩვენ გაქვს საინტერესო მონაცემები და ციფრები, რომელიც ცხადყოფს რომ იმას, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა არის უკიდურესად საინტერესო საინვესტიციოდ და ფინანსური პროექტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ავერიდებით და ჩვენი ამოცანაა ის, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა არ იყოს საბიუჯეტო სახსრებზე დაფუძნებული და შევძლოთ საინვესტიციო თანხების მოზიდვა, მათ შორის პარტნიორობით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და პოტენციურ ინვესტორებთან, იმისთვის, რომ ბიუჯეტისთვის ეს არის იყოს დამატებითი წნეხი. ყველანაირი კვლევით დასტურდება, რომ თავად ბიზნეს-გეგმა, მშენებლობა და შემდეგ ოპერირება არის საინტერესო პროექტი. ახალი აეროპორტის პროექტი  საინტერესოა პირველ რიგში სახელმწიფოსთვის, რადგან ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ავიაციის სექტორიდან, აეროპორტიდან შევიტანოთ საკმაოდ დიდი წვლილი“, - აცხადებს ქვრივიშვილი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები