დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დააჯარიმა სებ-მა „მონივა საქართველო“

რატომ დააჯარიმა სებ-მა „მონივა საქართველო“

10-02-2025 14:38:00

სებ-მა სესხის გამცემი სუბიექტი „მონივა საქართველო“ დააჯარიმა. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, „მონივა საქართველო“ 18,000 ლარით დაჯარიმდა. 

„სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2022 წლის 24 ივნისს. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის ბრძანება №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებული პირი, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ დაიწყებს საქმიანობას, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის შევსებული ფორმა, საზედამხედველო ორგანოში ლიცენზიის აღებიდან, რეგისტრაციიდან ან ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სესხის გამცემი სუბიექტის შპს „მონივა საქართველო“-ს მიერ სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და სესხის გამცემი სუბიექტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 3 (სამი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში - სულ 6,000  ლარის ოდენობით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ 5,000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები