დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არის საქართველოში ინტერნეტი ძვირი - კომუნიკაციების კომისია ბაზარს იკვლევს

რატომ არის საქართველოში ინტერნეტი ძვირი - კომუნიკაციების კომისია ბაზარს იკვლევს

20-02-2024 13:00:00

რატომ არის საქართველოში ინტერნეტი ძვირი და რა არის ამის მიზეზი და გამომწვევი ფაქტორებიამ და სხვა საკითხებზე „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა კომუნიკაციების კომისიის წევრთან, ეკატერინე იმედაძესთან ისაუბრა.

როგორც ეკატერინე იმედაძემ განაცხადა, მიმდინარე კომპლექსური კვლევა შედეგებს სრულყოფილად აჩვენებს. 

„პირველი ამოცანა სადაც უნდა ჩავიხედოთ, კომისიის გამოწვევებიდან გამომდინარე, ეს არის არსებობს თუ არა კონკურენცია? არსებობს თუ არა საკმარისი შეთავაზება? არა მხოლოდ მობილური ოპერატორების, არამედ ფიქსირებულის შემთხვევაშიც“, - ამბობს ეკატერინე იმედაძე.

როგორც კომუნიკაციების წევრი განმარტავს, ფიქსირებული ინტერნეტის ნაწილში გამოწვევები ბევრად უფრო დიდია. 

„როდესაც ვსაუბრობთ იგივე განათლების მიღებაზე, პროფესიულ განვითარებასა და ასე შემდეგ, ე.წ. სახლის ანუ ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფასები ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ბევრად დიდია ჩამორჩენა. ზოგადად ქვეყნის განვითარების ინდექსს როცა უყურებენ, ფართოზოლოვანი ინტერნეტის ღირებულებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამ შემთხვევაში, როდესაც იგივე სურათი მეორდება იმ თვალსაზრისი, რომ სიჩქარე 25 მგბ/წ არის ყველზე გავრცელებული, ამ შემთხვევაში ახლოს ვართ ევროპის ფასებთან.

თუმცა ევროკავშირში 100 მგბ/წ არის ის მოთხოვნა, რომელიც მიეწოდება სახლის ინტერნეტის შემთხვევაში და მოსახლეობის 55%-ზე მეტი იყენებს ამ მოცულობის პაკეტს.

100 მგბ/წ-იანი ინტერნეტი საქართველოში არის 2,4-ჯერ ძვირია და ფასი 136%-ით მაღაია. ეს არის ფასში ძალიან დიდი სხვაობა. ფასები დათვლილია მსყიდველობით უნარის პარიტეტით, ანუ ჩვენი მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი დათვლილია და ეს დიდი შემაფერხებელი ფაქტორია. იმიტომ რომ 25 მგბ/წ არ არის ის შეთავაზება, რამაც შესაძლოა, დააკმაყოფილოს ფიზიკური პირის მოთხოვნაც კი. უფრო რთულადაა მდგომარეობა იურიდიული პირებისთვის. ამ შემთხვევაში თუ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ვსაუბრობთ, ჩვენთან 10 მეგაბიტიანია სტანდარტული შეთავაზებაა, რაც ევროპასთან შედარებით 3-ჯერ ძვირია და 189%-ით მაღალია ფასი“, - ამბობს ეკატერინე იმედაძე.

კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის კომპლექსური კვლევა 2022 წლის მეორე კვარტალში დაიწყო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები