დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ აზერბაიჯანში

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ აზერბაიჯანში

15-04-2023 00:25:37

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში (იანვარ-თებერვალი) ექსპორტის მიხედვით აზერბაიჯანი მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო ზრდა გასული წლის ექსპორტის მაჩვენებლებთან კი 20.5%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტმა 111,237.14 ათასი დოლარი შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 92 336.2 ათას დოლარს. მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოს ექსპორტის 12.2%-ი სწორად აზერბაიჯანზე მოდის. 

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილეს იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგში, აზერბაიჯანი (ექსპორტის რეიტინგის მსგავსად), აქაც მეოთხე პოზიციაზეა.

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აზერბაიჯანიდან 130 914.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 156 694.9 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 16.5%-ია. 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოს მთლიან იმპორტში აზერბაიჯანის წილი 6.6%-ია. 

საქართველოს აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ექსპორტი 2013 წელს უფიქსირდება - 709,919.20 ათასი დოლარის, ხოლო იმპორტი 2012 წელს  - 703,803.69 ათასი დოლარი.

2022 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 640,175.16 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

ტოპ-5 პროდუქტი, რაც აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 345,176.74 ათასი დოლარი 
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 51,438.70 ათასი დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 49,418.19 ათასი დოლარი
  • ცემენტი - 40,280.54 ათასი დოლარი
  • ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 19,789.32 ათასი დოლარი.

2022 წელს საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტზე 672,628.04 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.

რა გაყიდა საქართველომ აზერბაიჯანში ტოპ-5 პროდუქტი :

  • მსუბუქი ავტომობილები - 308,434.25 ათასი დოლარი,
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 25,801.07 ათასი დოლარი,
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 22,965.73 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 22,469.20 ათასი დოლარი
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 19,637.97 ათასი დოლარი.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სტატისტიკით მთლიან FDI-ში აზერბაიჯანის წილი 0.3%%-ია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები