დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

16-03-2023 11:34:12

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიდის მუშაობა და როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ არსებული მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაშია.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია და თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ კი მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება.

2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გატანილი პროდუქცია, ღირებულებით ნაწილში, 132%-ითაა გაზრდილი.

მიმდინარე წლის პირველ თვეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოდან 3,203.44 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,382.86 ათასი დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 37%-ია. 2023 წლის იანვარში საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 22,672.65 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა ხოლო 2022 წლის იანვარში კი 16,500.83 ათასი დოლარის.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით, იმპორტის მხრივ რეკორდული 2022 წელი იყო. 2022 წელს საქართველომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 282,936.97 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა. რაც შეეხება ექსპორტს, რეკორდული 2013 წელი იყო, რა დროსაც საქართველომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 69,671.03 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი მოახდინა.

რას ვყიდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - TOP-5 პროდუქტი: 

• ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები

• ცხვრები და თხები ცოცხალი

• მინერალური ნივთიერებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

• საგოზავები მინისა და საბაღე

• ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები

რას ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან - TOP-5 პროდუქტი:

• ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები

• პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით

• რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი

• სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან ა

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადებაზე გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის შეხვედრისას მიიღეს. 2022 წლის მაისში კი ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში 2022 წლის სექტემბერში, მეორე კი დუბაიში 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები