დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდულობს საქართველო გაერთიანებული სამეფოდან - TOP-5 პროდუქტი

რას ყიდულობს საქართველო გაერთიანებული სამეფოდან - TOP-5 პროდუქტი

21-10-2023 15:00:00

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 108,392.53 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც 43%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე. 2022 წლის 9 თვეში ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოდან 75,560.04 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა. 2022 წელს გაერთიანებული სამეფოდან იმპორტი 32%-იან ზრდას აფიქსირებს. 2022 წელს ქვეყანამ გაერთიანებული სამეფოდან 107,406.47 ათასი დოლარის პროდუქცია შეიძინა.

რას ყიდულობს საქართველო გაერთიანებული სამეფოდან - TOP-5 პროდუქტი

  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 20,344.34 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 16,044.61 ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი - 5,140.92 ათასი დოლარი,
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 4,842.29 ათასი დოლარი,
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 4,690.09 ათასი დოლარი. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები