რას ყიდის საქართველო ევროკავშირის ბაზარზე
08-09-2023 20:00:04
2023 წლის 7 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 448,578.32 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 7,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან ამ ბაზარზე ექსპორტზე 485,256.01 ათასი დოლარის პროდუქცია გავიდა.
2023 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მადნები და სპილენძის კონცენტრატებია, რომელზედაც მთლიანი ექსპორტის 45%-ი მოდის. მეორე ადგილზეა სასუქები, ხოლო მესამეზე ეთილის სპირტი.
ტოპ-10 პროდუქტი რასაც საქართველო ევროკავშირის ბაზარზე ყიდის:
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 203,844.98 ათასი დოლარი;
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 29,452.51 ათასი დოლარი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 22,558.07 ათასი დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 20,767.12 ათასი დოლარი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 16,492.90 ათასი დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 16,376.65 ათასი დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 15,140.31 ათასი დოლარი;
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 8,344.19 ათასი დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - 7,040.10 ათასი დოლარი;
- ელექტრული წყალგამახურებლები - 6,972.50 ათასი დოლარი;