ჩინეთიდან იმპორტი 10%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 95%-ითაა შემცირებული.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთიდან 575,063.47 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 523,143.12 ათასი დოლარის.
ჩინეთიდან იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,126,319.85 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 30%-ია.
2023 წლის მაჩვენებლებით ჩინეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია გამომთვლელი მანქანებია.
ამასთან, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტია შემცირებული. 2023 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოდან ჩინეთშია 219,785.61 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 399,9943.09 ათასი დოლარის.
რას ყიდის საქართველო ჩინეთში:
უახლესი