დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას მიზნით აინტერესებს Mastercard-ს სტარტაპ ეკოსისტემა

რას მიზნით აინტერესებს Mastercard-ს სტარტაპ ეკოსისტემა

20-03-2024 11:00:00

დაანონსებული ინიციატივები ნამდვილად წაახალისებს IT ბიზნესს საქართველოში, - ასე შეაფასა Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ მთავრობის მიერ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით დაანონსებული ინიციატივები. როგორც ზღუდაძემ განმარტა, Mastercard-ისთვის და მისნაირი გლობალური კომპანიებისთვის საინტერესო სტარტაპები ყოველთვის საინტერესო მიმართულებაა. 

„ჩვენ როგორც Mastercard-ი ნამდვილად ინოვაციების პირველ ხაზზე ვართ და ვცდილობთ, რომ მოწინავე სიახლეების ჩვენს ეკოსისტემაში ინტეგრაცია მოვახდინოთ. ამასთანავე ჩვენ მუდმივად ვუყურებთ სტარტაპებს მსოფლიო მასშტაბით და პერიოდულად ვყიდულობთ კიდევაც. როგორც კი ეს სტარტაპები ჩვენს ეკოსისტემაში მოხვდება მათ აქტიურად ვეხმარებით, რომ საკუთარი სერვისები და პროდუქტები მთელს მსოფლიოში გაიტანონ.

შესაბამისად ასეთი ტიპის ინიციატივები ხელს შეუწყობს, რომ საქართველოში ისეთი ტიპის მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომ ჩვენი ტიპის, მსხვილო, ლიდერი კომპანიების ინტერესის ქვეშ იყვნენ და რაღაც მომენტში საუბარი იყოს პარტნიორობასა თუ სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობაზე. ამიტომ ვფიქრობ ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პირველი კომპონენტი. რაღა თქმა უნდა ფაგები და სოფლის მეურნეობაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ პირველი კომპონენტი ჩვენი ბიზნეს იდეოლოგიიდან გამომდინარე, იგივე რეგიონის მასშტაბით საქართველოს დამატებით წონას მისცემს“, - აღნიშნა  Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში.

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები. 

ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით.

ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.

საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში: 

•    ხელოვნური ინტელექტი -  საქართველოში შეიქმნება სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის იმპლემენტაციაზე, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით.
•    ფაგები - ფაგებზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება, რაც გამომდინარეობს ანტიბიოტიკების რეზისტენტულობიდან ბევრი ინფექციისა თუ დაავადებების მიმართ. საქართველოს ფაგების თითქმის საუკუნოვანი კვლევის გამოცდილება აქვს, შესაბამისად ჩვენს ქვეყანას შეუძლია ფაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო მასშტაბით გატანა.  

•    აგროტექნოლოგიები - სექტორში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართველი ფერმერების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას. 

განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად: 
•    Founder Market Fit - პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩევა 40 სტარტაპი და  ორი თვის განმავლობაში დამფუძნებლები გაივლიან აქტიურ ქოუჩინგს და მენტორინგს. 
•    MVP - ეტაპი მოიცავს ოთხთვიან მენტორიგს მინიმალური ღირებულების პროდუქციის შექმნის, ბაზარზე ტესტირებისა და კლინტებთან ურთიერთობის დამყარების პროცესში და ასევე 50,000 ლარის ოდენობის გრანტს MVP-ს შექმნისთვის საჭირო ხარჯების გასაწევად. აღნიშნულ ეტაპზე გადავა 20-მდე სტარტაპი. 
•    Market Entry - ეტაპი მოიცავს ექვსთვიან მენტორინგს ე.წ. Traction-ის მისაღწევად და გრანტს 150,000 ლარის ოდენობით. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები