ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი როგორც ფინანსების დამატებითი ტრენინგები, სერვისების თუ ხარისხის გაუმჯობესება იმისთვის, რომ ისინი ჩაერთონ ეკონომიკაში, ტურიზმის სექტორში და ეს სარგებელი საკუთარ თავზე ნახონ, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, ტურიზმის ხელშემწყობ ახალ პროექტზე ,,მზისკარზე" საუბრისას.
„რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროექტის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას დამატებით განვახორციელებთ. გასტრონომია ტურიზმის პროდუქტებში საკმაოდ მსხვილი კომპონენტია, რომლის პოპულარიზაციასაც დიდ დროს, ენერგიას და ბიუჯეტს ვუთმობთ.
გასტრონომია არის დარგი, სადაც არის სივრცე განვითარების, გაზრდის და ეს ყველაფერი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი.
ამ პროექტის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ოჯახი. ოჯახი არის პირველი შეხება საქართველოსთან, მოგზაურობასთან და ჩვენს მთავარ სავიზიტო ბარათთან - სტუმარ - მასპინძლობასთან.
ვერსად ისე ვერ იგრძნობთ ამ განსაკუთრებულ სტუმარ - მასპინძლობას რეგიონში მოგზაურობისას, როგორც მაშინ, როდესაც შენ ხარ ადგილობრივი ოჯახის სტუმარი“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
უახლესი