საქართველოში პირველი ციფრული ლიცენზიის მქონე Paysera Bank • პეისერა ბანკი, რომელმაც ცოტახნის წინ ბიზნესს გადახდის ინიციირების და გადახდის მოთხოვნის მომსახურება შესთავაზა, უკვე ელექტრონული კომერციის ბაზრის რამდენიმე მსხვილ მოთამაშესთან პარტნიორობს და სერვისის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს ბაზრის სხვა წარმომადგენლებთანაც აქტიურად აწარმოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან პეისერა ბანკის კომერციულმა დირექტორმა ანა თურქაძემ განაცხადა, პეისერა ბანკმა ბიზნესისთვის აღნიშნული ფინანსური პროდუქტის შეთავაზება იანვრიდან დაიწყო და გადახდის ინიციირების მომსახურებით რამდენიმე მერჩანტი/ონლაინმაღაზია უკვე წარმატებულად სარგებლობს.
„აღნიშნული პროდუქტი ორ მომსახურებას მოიცავს, ერთი არის გადახდის ინიციირების მომსახურება, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული კომერციის მაღაზიებისთვის, ვინც თავისი საიტებიდან სხვადასხვა მომსახურებას, თუ ნივთებს ყიდის და მეორე არის გადახდის მოთხოვნის მომსახურება, რომლით სარგებლობისათვის სულაც არ არის საჭირო ელექტრონული კომერციის მაღაზიის ქონა. გადახდის მოთხოვნის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ ინდივიდუალურმა მეწარმეებმა, მცირე და საშუალო ბიზნესმა, მსხვილმა კომპანიებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა, კერძო სკოლებმა პრაქტიკულად ნებისმიერმა ბიზნესმა, რომელიც მომხმარებლისგან იღებს სხვადასხვა სახის ანაზღაურებას.
აღნიშნულ პროდუქტებმადე ონლაინ მაღაზიების მომხმარებლებს გადახდის განხორციელება მხოლოდ ბარათებით შეეძლოთ, რისთვისაც უნდა შეეყვანათ ბარათის ნომერი, ვადა, სახელი და გვარი, უსაფრთოების კოდები და ა.შ. გადახდის ინიციირების მომსახურება კი გაცილებით მარტივი და კომფორტულია მომხმარებლისთვის. გადახდისას მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს სასურველ მომსახურე ბანკს, რის შემდეგაც იგი მისამართდება შესაბამისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილ ბანკში, სადაც სრულად შევსებული საგადახდო დავალება ხვდება, რომელსაც უბრალოდ ადასტურებს და გადახდა სრულდება,“ - ამბობს პეისერა ბანკის კომერციული დირექტორი.
,,ასევე, ძალიან საინტერესო სერვისია გადახდის მოთხოვნის სერვისი, რომლის გამოყენების არეალი ძალიან დიდია. პეისერა ბანკი თავის მომხმარებლებს აძლევს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ გადახდის მოთხოვნის ბმული დააგენერირონ ხელით, ან ატვირთული ფაილით, ან სრულად ავტომატური გახადონ ბმულების გენერაცია და აღნიშნული ბმული მათ მომხმარებლებს გაუგზავნობ SMS შეტყობინებით, მეილით, მესინჯერით ან ნებისმიერი სხვა არხით, ან სულაც გახადონ ინვოისის ნაწილი. მათ მომხარებელს კი მხოლოდ ბმულზე ხელის დაჭერა დასჭირდებათ, იმისთვის, რომ მომსახურე ბანკის ფანჯარაში ან აპლიკაციაში გახსნას უკვე სრულად გამზადებული საგადახდო დავალება, რომელიც გამორიცხავს შეცდომას თანხაში, მიმღებში, დანიშნულებაში და ასე შემდეგ," - განმარტავს ანა თურქაძე.
აღნიშნული პროდუქტის დანერგვით მომხმარებლებს ხარჯები მნიშვნელოვნად უმცირდებათ.
„გადახდის ინიციირების მომსახურებით გადახდების მიღებისას მერჩანტს საკომისიო ორჯერ და სამჯერ უმცირდება, საბარათე ტრანზაციებთან შედარებით. ზოგადად ტრადიციული გადახდისას ტრანზაქციაში მონაწილეობს თავად საბარათე სისტემა, ეს იქნება Visa, Mastercard თუ სხვა. გადახდის ინიციირების მომსახურების შემთხვევაში კი ტრანზაქციაში ჩართულია მხოლოდ ორი ბანკი, რაც საკომისიოების მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესისთვის საკმაოდ კარგი ბენეფიტი და მომგებიანი შეთავაზებაა.
ბიზნესიც საკმაოდ დიდი ინტერესს გამოხატავს, რადგან საკომისიო დაბალია და არ სჭირდებათ დიდი ტექნიკური რესურსი იმისათვის, რომ ეს სერვისი დანერგონ და შესაბამისად შემდგომ, თავიანთ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცენ გადახდები პირდაპირ თავისი ინტერნეტ თუ მობაილ ბანკიდან აწარმოონ“, - ამბობს პეისერა ბანკის კომერციული დირექტორი.
გადახდის ინიციირების მომსახურებაზე დეტალურად გაიგეთ აქ
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე