დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რანაირად შეიძლება ასეთმა უსუსურმა გადაწყვეტილებამ რამე ზემოქმედება მოახდინოს კახიზე - ლევან კობიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე

რანაირად შეიძლება ასეთმა უსუსურმა გადაწყვეტილებამ რამე ზემოქმედება მოახდინოს კახიზე - ლევან კობიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე

06-03-2025 17:13:00

კახი, ჩვენი გუნდის წევრები და უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ასეთ რაღაცებზე არ მოქმედებენ და ვერანაირად ვერ აიძულებენ, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა.

„რანაირად შეიძლება ასეთმა უსუსურმა გადაწყვეტილებამ რამე ზემოქმედება მოახდინოს კახიზე. თუ ვინმე ამას ფიქრობს, ცხადია, მას კარგად არ იცნობს. ერთადერთი რასაც ეს ემსახურება არის კონკრეტული ერთი ადამიანის გახარება, გაბედნიერება. ვერ გაიგეს, რომ ეს ადამიანი - კახი, მათ შორის, ყველა ჩვენი გუნდის წევრები და უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ასეთ რაღაცებზე არ მოქმედებენ და ვერანაირად ვერ აიძულებენ, რომ რაღაც ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას დააზიანებს“, - განაცხადა კობიაშვილმა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები