მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 31 მაისის მდგომარეობით ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 5 001 429,2 ათასი დოლარი იყო.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად არსებული რეზერვების 91%-ი ანუ 4 537 274,2 ათასი დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის.
მაისში სავალუტო რეზერვები 128 მილიონი დოლარით შემცირდა. თუმცა რეზერვების შემცირების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
სესხების სპეციალური უფლებები (SDR) კი საანგარიშო პერიოდისთვის 460 558,3 ათასი დოლარით განისაზღვრა, სარეზერვო პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში კი 28,9 ათასი დოლარით.
სხვა სარეზერვო აქტივებზე კი 3 567,7 ათასი დოლარი მოდის.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია