დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საგარეო ვალი და ვინ არიან საქართველოს მსხვილი კრედიტორები

რამდენია საგარეო ვალი და ვინ არიან საქართველოს მსხვილი კრედიტორები

19-07-2023 11:00:53

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 510 518 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 22 277 983 ათასი ლარია.

2022 წლის ივნისის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7,906,797 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 23,158,217 ათას ლარს უდრიდა.

მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 095 535 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 191 682 ათასი ლარია.

2023 წლის ივნისის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 004 589 ათასი დოლარია, ანუ 15 718 212 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB),
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
  • რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები