ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 440 727 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 22 830 478 ათასი ლარია.
2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 681 885 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 323 376 ათას ლარს უდრიდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერს მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 030 716 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 721 482 ათასი ლარია.
2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 981 013 ათასი დოლარია, ანუ 16 177 443 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა