დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი პროფესორ-მასწავლებელია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

რამდენი პროფესორ-მასწავლებელია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

10-11-2023 13:30:15

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა.

პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.

პუბლიკაციის მიხედვით, პროფესორ - მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 10 605 ადამიანს შეადგენდა. აქედან 5 946 ქალი იყო, ხოლო 4 659 კაცი. 

ძირითადი პერსონალი:

პროფესორი - 41% ქალი,  59% კაცი;

ასოცირებული პროფესორი - 58% ქალი, 42 % კაცი;

ასისტენტ - პროფესორი - 64% ქალი, 36 % კაცი;

მასწავლებელი - 64 % ქალი, 36% კაცი. 

პუბლიკაციის მიხედვით, ხელშეკრულებით დასაქმებული პროფესორ - მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12 538 ადამიანს შეადგენდა, აქედან  7 835 ქალი იყო, ხოლო 4 703 კაცი. 

პროფესორი - 45 ქალი, 55 კაცი;

ასოცირებული პროფესორი - 56% ქალი, 44% კაცი;

ასისტენტ - პროფესორი - 58% ქალი, 42% კაცი;

მასწავლებელი - 62 % ქალი, 38% კაცი;

რიცხოვნობა - 7 835 ქალი და 4 703კაცი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები