დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2024 წელს

რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2024 წელს

17-02-2025 10:00:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში 7 223, ხოლო ჯამურად 2024 წელს გაცემულმა მართვის მოწმობების რაოდენობამ 28 733 შეადგინა, რაც 5.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

2024 წელს გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობა კვარტლების მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, შემდეგნაირად ნაწილდება: 

I კვარტალი, 2024 წელი - 6 307

II კვარტალი, 2024 წელი - 6 950

III კვარტალი, 2024 წელი - 8 253

IV კვარტალი, 2024 წელი - 7 223

რაც შეეხება ბოლო 5 წლის მონაცემებს, მართვის მოწმობების გაცემის სტატისტიკა ასეთია:

მართვის მოწმობები

 

31 დეკემბრის მდგომარეობით

პირველადი რეგისტრაციით

2017

1 176 232

59 013

2018

1 233 437

49 121

2019

1 311 216

45 884

2020

1 351 028

42 229

2021

1 395 995

47 891

2022

1 421 804

30 515

2023

1 439 918

27 255

წყარო: საქსტატი

ცნობისთვის, 2022 წლის 25 აპრილიდან „B“, „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

2023 წლის პირველი სექტემბრიდან „C“, „C1“, „D“, „D1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდა ორ ეტაპიანი.

იგივე თემაზე:

 მართვის მოწმობების მიმღებთა რაოდენობა 20%-ით შემცირდა

2023 წლის 9 თვეში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 16 906 პირი ჩაიჭრა

მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული 24 521 პირიდან ნახევარი ჩაიჭრა

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები