დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი გადასახადი აკრიფა სახელმწიფომ 11 თვეში

რამდენი გადასახადი აკრიფა სახელმწიფომ 11 თვეში

21-12-2023 20:00:00

2023 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების ანგარიშით, ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, სახელმწიფომ წელს 15.3 მლრდ ლარის გადასახადები აკრიფა, რაც დაგეგმილი საშემოსავლო ნაწილის 92%-ია.

გეგმით, აკრეფილი გადასახადების მოცულობამ წლის ბოლო დღისთვის 16.7 მლრდ ლარი უნდა შეადგინოს.

გადასახადების შესრულების მაჩვენებელი 2023 წლის 11 თვე: 

  • დღგ - 6.2 მლრდ ლარი, წლიური გეგმის 91%;
  • საშემოსავლო - 5 მლრდ ლარი, წლიური გეგმის 93%;
  • აქციზის გადასახადი - 2 მლრდ ლარი, წლიური გეგმის 92%;
  • მოგების გადასახადი - 1.8 მლრდ ლარი, წლიური გეგმის 91%;
  • იმპორტის გადასახადი - 140 მლნ ლარი, წლიური გეგმის 94%.

ამასთან, მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.27 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო (წლიური გეგმის 91%), ხოლო საგარეო ვალების მოზიდვის მხრივ შემოსავალი 1.65 მლრდ ლარია (წლიური გეგმის 88%).

საგულისხმოა, რომ გეგმას ყველაზე მეტად პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავალი. წლიური გეგმა ამ დროისთვის  53% -ით არის შესრულებული. 2023 წელს სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ცენტრალურ მთავრობას სულ 200 მლნ ლარი უნდა მიეღო, თუმცა 11 თვეში შესრულება მხოლოდ 105.6 მლნ ლარია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები