დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი დაიხარჯება 2024 წელს კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე

რამდენი დაიხარჯება 2024 წელს კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე

12-10-2023 18:55:09

კულტურის  კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით,  მომავალ წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,2%-ის ოდენობით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ს 38,2%-ის ფარგლებშია.

მისი თქმით, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 27,8 მლრდ ლარს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძემ  ყურადღება გაამახვილა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებაზე. მისი თქმით, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი.

სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება 19,6 მლნ ლარით დაფინანსდება; ინფრასტრუქტურის განვითარება - 50.0 მლნ ლარით; სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 7,8 მლნ ლარით; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 97,9 მლნ ლარით; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 40,2 მილიონამდე ლარით; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 180,1 მლნ ლარით; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 46,4 მლნ ლარით;  ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 8,0 მლნ ლარით.

კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები