„ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მსგავსი ინციდენტისგან, რაც ბათუმში მოხდა, [ბათუმის სანაპიროსთან ზღვაში მოდრეიფე ნაღმი აფეთქდა. რედ] შავი ზღვის რეგიონის არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჯეოქეისის“ მკვლევარმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.
მისივე თქმით მსგავსი ინციდენტებისგან დაზღვეული არ არის მოლდოვა, ბელორუსი, პოლონეთი, რომ საომარი მოქმედებების შედეგად მათ ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის ფრაგმენტი არ მოხვდეს.
„ამ რეალობის პირობებში, აღნიშნულ ვითარებას ხელისუფლება საქმიანად უნდა მიუდგეს“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე და პრევენციის რამდენიმე პრევენციულ ზომას ასახელებს:
მისივე თქმით, საჭიროა ფრთხილი და გათვლილი მოქმედება, რათა საქართველოს იმიჯსა და ტურიზმის სექტორს ზიანი არ მიადგეს.
მისივე თქმით ნაღმის გაუვნებლება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მონიტორინგი და ყურადღება აუცილებელია. „კერძოდ უნდა მოხდეს ნაღმის გატანა ზღვაში უსაფრთხო ადგილზე და იარაღით მისი განადგურება“.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 13 თებერვალს სანაპიროსთან მოდრეიფე ნაღმი აფეთქდა. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა