2024 წელს სსიპ " საპენსიო სააგენტოს " სსიპ "იუსტიციის სახლის" მომსახურების შესყიდვა 61920 ლარი უჯდება.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საპენსიო სააგენტოს ეტაპობრივად მზარდი და განვითარებადი მომსახურების გათვალისწინებით, ასევე გაზრდილი მომართვიანობის ფონზე, აუცილებელია საპენსიო სააგენტომ დროულად და სრულფასოვნად, ამასთან მაღალი ხარისხით დააკმაყოფილოს ბენეფიციართა მოთხოვნები, რაშიც მას 2023 წლიდან უკვე იუსტიციის სახლიც ეხმარება.
შესაბამისად მომავალი წლის მომსახურებისთვის შესყიდვა არა ელექტრონული ტენდერის საფუძველზე არამედ გამარტივებული შესყიდვის წესით მოხდება.
დღეის მდგომარეობით სსიპ „იუსტიციის სახლი“ მისი 118 იუსტიციის სახლისა (ტერიტორიული ორგანო და სტრუქტურული ერთეული) და 18 მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით უზრუნველყოფს სსიპ „საპენსიო სააგენტოს“ ბენეფიციარებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სერვისებზე წვდომას და მიღებას საქართველოს 60 მუნიციპალიტეტში. კერძოდ:
1. Opt-out-ის პროგრამული მომსახურებების გაწევა შემდეგთან დაკავშირებით:
2. პენსიის დანიშვნა შემდეგი საფუძვლით:
3. განცხადების მიღება შემდეგთან დაკავშირებით:
4. ინდივიდუალურ გვერდზე შესასვლელად საჭირო პაროლების გაცემა / აღდგენა.
ასევე 2024 წლის დასაწყისში, იუსტიციის სახლის მიერ დაგეგმილია ორი ახალი ტერიტორიული ორგანოს, სამტრედიისა და ხაშურის იუსტიციის სახლების გახსნა, სადაც ასევე განხორციელდება სსიპ „საპენსიო სააგენტოს“ ზემოაღნიშნული სერვისების მიწოდება.
უახლესი