ეს იყო 5-იანი მცირე ტურბულენტობა, რაც ეკონომიკურ პროცესებზეც და ლარის კურსზეც აისახა, თუმცა ისევე სწრაფად დაუბრუნდა ყველაფერი პირვანდელ ნიშნულს, როგორც თავიდან შეიცვალა მდგომარეობა, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
Business Insider Georgia-მ პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რომ პოლიტიკური მღელვარების ფონზე ინვესტორების მხრიდან ყოველთვის არის გარკვეული კითხვები. რამდენად აქტიურია საქართველოს მთავრობის კომუნიკაცია ინვესტორებთან იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს უნდა განხორციელდეს ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად ანაკლიის პროექტი. ხომ არ არის რისკი მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით განმეორდეს ისეთი „ქეისი“, როგორიც იყო ნამოხვანის ჰესის მშენებლობის ჩაშლა გარკვეული ორგანიზაციებისგან ინვესტორზე ზეწოლით? ასევე ინვესტორები ყურადღებას აქცევენ ლარის სტაბილურობას...
„რაც შეეხება რყევებს, ეს იყო აბსოლუტურად მოკლევადიან, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რამდენიმე დღიანი რყევა იყო. ეს აისახა ლარის კურსზე, თუმცა რამდენიმე დღეში ლარის კურსი ძალიან სწრაფად დასტაბილურდა და დარჩება ბუნებრივია სტაბილური. ეს იყო 5-იანი მცირე ტურბულენტობა, რაც ეკონომიკურ პროცესებზეც და ლარის კურსზეც აისახა, თუმცა ისევე სწრაფად დაუბრუნდა ყველაფერი პირვანდელ ნიშნულს, როგორც თავიდან შეიცვალა მდგომარეობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც იმისთვის, რომ სტაბილურად გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი. მათ შორის შეუფერხებლად გაგრძელდეს მასშტაბური პროექტების განხორციელება, ანაკლიის პროექტი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენი პროგრამა ყველა მიმართულებით იქნება აღსრულებული. რა თქმა უნდა გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტი, რა თქმა უნდა შემოვა ინვესტიციები “, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უახლესი
2 საათის წინ
7 ნაბიჯი ბიზნესის დასაწყებად