დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის ვიზები არსებობს აშშ-ში წასასვლელად

რა ტიპის ვიზები არსებობს აშშ-ში წასასვლელად

17-06-2023 19:00:51

უცხო ქვეყნის მოქალაქეს აშშ-ში გასამგზავრებლად მოეთხოვება აშშ- ვიზა პასპორტში, რომელიც თავის მხრივ გაცემულია იმავე სახელმწიფოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის პიროვნება.

ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ უნდა მიიღოს არასაიმიგრაციო ვიზა - დროებით საცხოვრებლად ან საიმიგრაციო ვიზა - მუდმივად საცხოვრებლად.

უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში ვიზის გარეშეც შეუძლიათ ჩასვლა.

ყველა მოგზაურმა, რომელიც აშშ-ში უვიზო პროგრამით აპირებს ჩასვლას, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა მიიღოს ნებართვა მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) საშუალებით.

თუ არ გაქვთ უვიზო პროგრამაში მონაწილეობის უფლება ან მიემგზავრებით სასწავლებლად, სამუშაოდ, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ან რაიმე სხვა მიზნით, რომელიც B ვიზის სამოგზაურო მიზნებში არ შედის,  არასაიმიგრაციო ვიზა დაგჭირდებათ.

ვიზა არ არის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლის გარანტია, არამედ მხოლოდ მიუთითებს, რომ აშშ-ის საკონსულოს ოფიცერმა მისაღებად მიიჩნია, განაცხადი შეიტანოთ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე კონკრეტული მიზნით შესვლაზე.

არსებობს საიმიგრაციო ვიზის მოპოვების ორი გზა. პირველი - გულისხმობს ვიზის მიღებას სპონსორის საშუალებით, რომელიც შეიძლება იყოს დამქირავებელი ან ამერიკის ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი ახლო ნათესავი. მაგ. მეუღლე, საქმრო, საცოლე.

არსებობს ასევე გამონაკლისი შემთხვევები როდესაც სპონსორის არსებობა არ არის ვიზის მიღებისთვის აუცილებელი მოთხოვნა და ეს გამონაკლისი შემთხვევები კონკრეტული პირის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით ყალიბდება.

იმიგრაციის მეორე გზა გულისხმობს მწვანე ბარათის მოგებას გათამაშებაში მონაწილეობით. ამ გათამაშების არაოფიციალური სახელია მწვანე ბარათის გათამაშება, რომელიც ყოველწლიურად იმართება და იგი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან 55 ათასამდე გამარჯვებულს გამოავლენს.

არასაიმიგრაციო ვიზები

არასაიმიგრაციო ვიზებს იყენებენ ტურისტები, საქმიანი პირები, სტუდენტები ან სპეციალობით მომუშავეები, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული დროის განმავლობაში, კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად სურთ დარჩენა. აშშ-ის სავიზო კანონების და ნორმების თანახმად, არასაიმიგრაციო ვიზაზე განმცხადებელთა უმრავლესობამ უნდა დაარწმუნოს საკონსულოს ოფიცერი, რომ მათ საკუთარ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები აქვთ და რომ დროებით დარჩენის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამომგზავრებას აპირებენ.

არასაიმიგრაციო ვიზების სრული ჩამონათვალი

  • დიპლომატები და უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები (“A”)
  • ტურისტები და ბიზნესმენები (“B-1/B-2”)
  • სატრანზიტო (“C”)
  • ეკიპაჟის წევრები (“D-1”)
  • მოვაჭრეები (“E-1”)
  • ინვესტორები (“E-2”)
  • ავსტრალიელი მუშაკები (“E-3”)
  • სტუდენტები (“F-1”)
  • სპეციალიზირებული განათლების მქონე პროფესიონალი მუშაკები (“H-1B”)
  • სეზონური სასოფლო-სამეურნეო მუშაკები (“H-2A”)
  • არასასოფლო-სამეურნეო დროებითი მუშაკები (“H-2B”)
  • საწვრთნელ პროგრამაში მონაწილეები (“H-3”)
  • ჟურნალისტები (“I”)
  • გაცვლითი პროგრამის მონაწილეები (“J-1”)
  • საქმრო ან საცოლე (“K-1”)
  • ამერიკის მოქალაქის მეუღლე(“K-3”)
  • კომპანიის სხვადასხვა ფილიალებს შორის მუშაკების გადაადგილება  (“L-1”)
  • არაორდინალური შესაძლებლობის მქონე პირები (“O”)
  • სპორტსმენები და ხელოვნების დარგის წარმომადგენლები  (“P”)
  • საერთაშორისო კულტურულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეები (“Q”)
  • რელიგიის მსახურები (“R”)
  • მოწმეები და ინფორმატორები (“S”)
  • ტრეფიკინგის მსხვერპლი (“T”)
  • კანადელი და მექსიკელი პროფესიონალები NAFTA (“TN”)
  • დანაშაულის მსხვერპლი (“U”)

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები