დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის რისკებმა შესაძლოა იმოქმედოს ფინანსურ სტაბილურობაზე - სებ-ის ანგარიში

რა ტიპის რისკებმა შესაძლოა იმოქმედოს ფინანსურ სტაბილურობაზე - სებ-ის ანგარიში

03-01-2025 16:00:00

ბოლო პერიოდში არსებული პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, საქართველოს საგარეო სექტორიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები კვლავ საყურადღებო რჩება. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის 2024 წლის ანგარიშში წერია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ისეთი სტრუქტურული გამოწვევები, როგორიცაა დოლარიზაციის მაღალი დონე, მიმდინარე ანგა რიშის დეფიციტი და საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება. ყოველივე ეს ფინანსურ სისტემას გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მიმართ მოწყვლადს ხდის. რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მიგრაციის ეფექტის შესუსტებას ძი რითადი საგარეო არხებიდან შემოდინებების კლება მოჰყვა, რამაც ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნის წილის შემცირება გამოიწ ვია. თუმცა, სტრუქტურულმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი საინ ფორმაციო და კომპიუტერული მომსახურების ექსპორტისა და შუა დერეფნის არხით ტრანსპორტირების ექსპორტის ზრდამ, ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, გლობალური ეკონომიკის აღდგენისა და ინფლაციური წნეხის შემცირების ფონზე, საქართველოს საგარეო სექტორიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები კლების მიმართულებით გადაიხედა. თუმცა, ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის პირობებში აღნიშნული რისკები კვლავ საყურადღებო რჩება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტემპი, გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის შესაძლო გაუარესება და მისი გავლენა ინფლაციაზე, და განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის ასინქრონული ცვლილება, რასაც განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება და ვალუტის კურსის მერყეობა შეიძლება მოჰყვეს. რისკების რეალიზების შემთხვევაში, ყოველივე ეს უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის ქვეყნებსა და საქართველოზე, რაც საგარეო მოთხოვნის კლებაში, საგარეო ვალის ტვირთის ზრდასა და მიმდინარე ანგარიშის გაუარესებაში შეიძლება აისახოს.

ფინანსური სტაბილურობის მთავარი რისკები:

გეოპოლიტიკური კონფლიქტების შესაძლო გახანგრძლივებისა და ესკალაციის რისკები. მაღალ დონეზე ნარჩუნდება რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური კონფლიქტებიდან მომდინარე რისკები. აღნიშნული როგორც გლობალურად, ასევე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მაკროეკონომიკურ მოწყვლადობას იწვევს. რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის გახანგრძლივება ინფლაციური წნეხის წყარო შეიძლება გახდეს, რასაც ასევე ხელს უწყობს წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენებიც. გარდა ამისა, ტურბულენტური გეოპოლიტიკური გარემო უარყოფითად შეიძლება აისახოს რეგიონში ინვესტორთა განწყობაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის გადაფასება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყება და ადგილობრივი ვა ლუტა გაუფასურების წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. ჯერ კიდევ მაღა ლი დოლარიზაციის გათვალისწინებით, აღნიშნული რისკის მატერიალიზაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ინ ფლაციაზე, ასევე საკრედიტო პორტფელის ხარისხზე.

წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის შენელებული ნორმალიზება. გლობალურად გამკაცრებული მონე ტარული პოლიტიკის გახანგრძლივებულად შენარჩუნების ფონზე გლობალურმა ინფლაციამ ეტაპობრივად შემცირება დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკასთან დაკავშირებული გა ურკვევლობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც წამყვან ცენტრალურ ბანკებს სიფრთხილისკენ უბიძგებს და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტემპს ანელებს. ფასების დინამიკასთან არსებული გაურკვევლობის ზრდამ, შესაძლოა, მონეტარული პოლი ტიკის დამატებით გამკაცრება და/ან მის გამკაცრებულ ფაზაში უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის გლობალური ფინანსური სტაბილურობის რისკებს. აღნიშნული ფაქტორები ფინანსური ბაზრების მხრიდან რისკების გადაფასებას გამოიწვევს და ფინანსური პირობების გამკაცრებაში აისახება. შედეგად, განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს საგარეო დაფინანსების წყაროებზე წვდომა შეეზღუდებათ და საგარეო ვალის ტვირთი გაეზრდებათ.

ციკლური დაღმავლობა უძრავი ქონების ბაზარზე. ომის შედეგად ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. მიგრაციის ეფექტის მილევის კვალ დაკვალ, საგარეო სექტორიდან წამოსული მოთხოვნა ადგი ლობრივმა მოთხოვნამ ჩაანაცვლა, რასაც ხელი ძლიერმა ეკო ნომიკურმა ზრდამ შეუწყო. გახანგრძლივებულად მდგრადი ძლიერი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა მიწოდებაც, რაც გაცემული ნებარ თვების ზრდაშიც აისახა. ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მეტწილად ციკლური ხასიათისაა, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების შემთხვევაში ამ სექტორებში სამუშაო ძალისა და ინვესტიციების ჭარბმა კონცენტრაციამ შეიძლება უმუშევრობის მკვეთრი ზრდა და ვალის მომსახურების სირთულეები გამოიწვიოს, რაც უარყოფითად აისახება ფინანსურ სტაბილურობაზე და ზოგადად მთლიან ეკონომიკაზე.

საგარეო ფაქტორების გაუარესება. რუსეთ-უკრაინის ომი არა ერთგვაროვნად აისახა საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებზე. ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური ვითარება უშუალოდ ომში ჩართულ ქვეყნებში. მეორე მხრივ, რე გიონის რიგ ქვეყნებში მომატებული მიგრაციის ფონზე გაიზარდა ფულადი გზავნილები, რაც მათ გაუმჯობესებულ ეკონომიკურ ზრდა შიც აისახა. რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების შემთხვევაში მოსალოდნელია აღნიშნული ქვეყნებიდან კაპიტალის სწრაფი გადინება, რაც აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას გააუარესებს. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგა რეო მოთხოვნაზე და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე.  

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები