კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 1%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 58%-იან ზრდას აჩვენებს.
ივნისში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 529 ერთეული პრეტენზია შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, მაისში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 511 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის ივნისში 1 604 პრეტენზია.
ივნისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 60%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო.მხოლოდ ივნისში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 342 პრეტენზია დაფიქსირდა.
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:
ტრანზაქციები - 1358 პრეტენზია,
ადმინისტრაცია/მომსახურება - 481 პრეტენზია,
ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 295 პრეტენზია,
ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 128 პრეტენზია,
მომსახურების საკომისიოები - 65 პრეტენზია,
თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 48 პრეტენზია,
საპროცენტო შენატანები - 22 პრეტენზია,
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 19 პრეტენზია,
ეთიკასთან დაკავშირებული - 17 პრეტენზია,
რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 7 პრეტენზია,
სხვა გადასახდელები - 4 პრეტენზია,
კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 2 პრეტენზია,
პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 0 პრეტენზია,
სხვა - 83 პრეტენზია.
პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით:
განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს -1 276
კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა - 835
განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს - 409
განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი - 9.
უახლესი