დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის ანაბრებზეა მოთხოვნა და როგორია საპროცენტო განაკვეთები

რა ტიპის ანაბრებზეა მოთხოვნა და როგორია საპროცენტო განაკვეთები

26-08-2024 17:00:00

კომერციული ბანკებში ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მოცულობა მზარდია. სებ-ის მონაცემების მიხედვით, ივლისის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების ჯამურმა მოცულობამ 28 936,27 მლნ ლარი შეადგინა, რაც ივნისთან შედარებით 2%-იანი ზრდა ხოლო წლიურ ჭრილში 21%-იანი ზრდა აჩვენა. 2024 წლის ივლისში კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ჯამური მოცულობა 28 289,08 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო ერთი წლით ადრე, 2023 წლის ივლისში კი 23 865,16 მლნ ლარს.

სებ-ის მონაცემებით კომერციული ბანკებში არსებული დეპოზიტების ჯამური მოცულობის 49%-ი ვადიან დეპოზიტებზე მოდის ( 28936,27 მლნ ლარი), 25%-ი მოთხოვნამდე დეპოზიტებზე (7 304,29 მლნ ლარი), ხოლო დანარჩენი 26%-ი კი  მიმდინარე ანგარიშებზე (7 467,83 მლნ ლარი).

ვადიან დეპოზიტებში ყველაზე მოთხოვნადი 1 წელს ზემოთ ვადიანობის დეპოზიტებია, რადგანაც სწორედ მასზე მოდის ვადიანი დეპოზიტების 47%-ი.

ივლისის ბოლოსთვის დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 9,99%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად კი:

  • ვადიანი დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,93%-ი იყო.
  • მოთხოვნამდე დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,15%-ი იყო
  • მიმდინარე ანგარიშების შემთხვევაში  წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,96%-ი იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები