დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი MERAKI მომხმარებლებს

რა სიახლეებს სთავაზობს ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი MERAKI მომხმარებლებს

15-10-2024 16:00:00

„მერაკის" დამფუძნებელი, დიზაინერი ანუკა გვენცაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანიამ მიმდინარე სეზონზე ჯინსისა და სამკაულების ხაზი დაამატა.

„პროდუქცია არის მაღალი ხარისხის. ჯინსის წარმოება სხვა გამოცდილებას და აღჭურვას მოითხოვდა და არ იყო ასე მარტივი. გვემატება ასევე სამკაულების ხაზი, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული“, - ამბობს „მერაკის“ დამფუძნებელი.

ასევე, ბრენდს აქვს მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ ხდება ბიზნესის გაციფრულება.

„მალე ჩაეშვება ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელი „მერაკის“ პროდუქციის ყიდვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს.

ასევე მიმდინარე მოლაპარაკებები გვაქვს, რამდენიმე ქვეყანაში მაღაზიების წარმომადგენლებთან, სადაც სურვილი გვაქვს, რომ განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია, რათა. ექსპორტზე უფრო წარმომადგენლობითი სახით გავიდეთ“, - ამბობს მეწარმე.

„მერაკი“ (MERAKI) ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია.

როგორც ქართულიო ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, სიტყვა "მერაკი" ბერძნულია და შენ საქმეში შენი ნაწილის ჩადებას და მთელი გულით კეთებას ნიშნავს. აქ თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული.

MERAKI-ის მაღაზია თბილისში, პეკინის 23-ში მდებარეობს.

კომპანიის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები