„შატო კვირიკეში“ ბავშვებს თოვლის ბაბუა დახვდებათ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპლექსის „შატო კვირიკეს“ გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ განაცხადა.
„15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, თოვლის ბაბუა „შატო კვირიკეში“ 16:00-დან 22:00 საათამდე ბავშვებს მიიღებს. ღონისძიების ფარგლებში თოვლის ბაბუა ბავშვებს სპეციალურ სახლში შეხვდება, მათთან ერთად წაიკითხავს ლექსებს, შედგება ფოტო-სესია და მოხდება საჩუქრების გადაცემა. ასევე გააფორმებენ საშობაო ტკბილეულს. ბავშვებს ეს დღე დაამახსოვრდებათ როგორც საახალწლო ზღაპარი“,-აცხადებს ლელა წულუკიძე.
„შატო კვირიკეს“ გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროში თოვლის ბაბუასთან შესახვედრის ღონისძიებაზე წინასწარი ჯავშნები უკვე მიიღეს.
„თოვლის ბაბუასთან შეხვედრის მსურველთა რაოდენობა იზრდება და მოთხოვნა მაღალია. აქტიური ჯავშნები გვაქვს 21 დეკემბრიდან თვის ბოლომდე. თუ მოთხოვნა ოცდათერთმეტი დეკემბრის შემდეგაც იქნება, ღონისძიებას გავაგრძელებთ. ერთი ბავშვის თოვლის ბაბუასთან ვიზიტის საფასური არის 60 ლარი, ხოლო ერთი ოჯახიდან ორი ბავშვის ვიზიტის შემთხვევაში საფასური 80 ლარია. ჯგუფური მიღების შემთხვევაში ფასი დაკორექტირდება. ბავშვები თოვლის ბაბუისგან მიიღებენ საჩუქრებს“, - აცხადებს „შატო კვირიკეს“ გენერალური მენეჯერი.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს. როგორც ლელა წულუკიძე განმარტავს, ახლა ტურისტულად დაბალი სეზონია და სტუმრებს სასტუმროში განთავსებაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.
შატო კვირიკე 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სახელით.
უახლესი
14 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა