„ფაფანაკი”, რომელიც ქართულ მოტივებზე შექმნილ სამოსს კერავს, სტანდარტული საქორწინო კაბების ხაზის დამატებას აპირებს.
როგორც Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა ნინო ჭყონიამ განუცხადა, საქორწინო კაბების ხაზის დამატება, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.
„ჩვენ ვკერავთ საქორწინო კაბებს ტრადიციული ელემენტებით, თუმცა მომხმარებელი მუდმივად ითხოვს სტანდარტულ კაბებსაც. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს მიმართულება განვავითაროთ“, - ამბობს ნინო ჭყონია.
ამ დროისთვის ბრენდ „ფაფანაკის“ ქვეშ იწარმოება სასცენო, კლასიკური სამოსი, გათანამედროვებული ეროვნული და ბავშვის სამოსი.
„მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე წლიდან-წლამდე იზრდება. ყველა ხაზზე არის მოთხოვნა, თუმცა ყველაზე კარგად გათანამედროვებული ქართული სამოსი იყიდება. ფასები 50-ლარიდან 3 ათას ლარამდეა ხარისხის შესაბამისად.
ჩვენი ნაწარმი იყიდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ნიუ-იორკის მაღაზიაში, სადაც ცნობილი ქართული ბრენდებია წარმოდგენილი“, - ამბობს მეწარმე.
„ფაფანაკი“ თბილისში ფლობს სამკერვალოს და მაღაზიას ფალიაშვილის ქუჩაზე. კომპანია 30-მდე ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
15 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა