დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეები ელოდებათ ზამთრის კურორტებზე ასულ დამსვენებლებს

რა სიახლეები ელოდებათ ზამთრის კურორტებზე ასულ დამსვენებლებს

26-11-2024 15:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის ინტენსიურად ემზადება. როგორც Business Insider Georgia-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის ტრასების სააგენტოში“ (MTA) განუცხადეს, მიმდინარე სეზონზეც კურორტები მაშტაბურ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

„2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.  2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოს სამთო კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში ჩატარდება, რომელიც დეკემბერსა და მარტში გაიმართება..

ასევე, საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვენას შორის არის ვისაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად, რომელსაც უკვე მეორედ სვანეთში, კურორტ თეთნულდზე ვუმასპინძლებთ. ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს. აღნიშნული საერთაშორისო  ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მაღალი სტანდარტით ჩატარება, კი  წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით“, - განმარტავენ MTA-ში.

ირკვევა, რომ გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორებს სრულიად ახალი სათხილამურო არეალი დახვდებათ.

გუდაურს დამატებით, ახალი 4 კმ-იანი ტრასა დაემატა, შესაბამისად, ტრასების ჯამური სიგრძე 80 კმ.  გახდა. ხოლო რაც შეეხება ბაკურიანს, აქ 3 კმ-იანი (დიდველის არეალში) ტრასის დამატება მოხდა და საბოლოო ჯამში ბაკურიანში ტრასების ჯამური სიგრძე 36 კმ. გახდა

„ასევე, კურორტ გუდაურში მიმდინარეობს 4 ახალი სალაროსა და  1 ახალი სატრანსფორმატორო შენობა ნაგებობის მშენებლობა, ხდება არსებული ელ.მომარაგების ძალოვანი კაბელების გაძლიერება.

კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს გეგმური სარემონტო სამუშაოები და  საჩემპიონატო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“, - განმარტავენ MTA-ში. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები