განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოსწავლეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს.
რა არის საქართველოს ბანკის იდეათეკა?
საქართველოს ბანკის იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას მრავალფეროვან, 3000-მდე წიგნისგან შემდგარ ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებზე - კომპიუტერებსა და პროექტორებზე.
პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება და დღეისთვის საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს. ინიციატივის შედეგად კი საქართველოს ბანკი 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების სივრცეს.
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის იდეათეკა ფოთის პირველი საჯარო სკოლისმოსწავლეებისთვის?
ინიციატივის ფარგლებში, იდეათეკა ქალაქ ფოთის პირველ საჯარო სკოლაშიც გაიხსნა. სივრცე ახალგაზრდებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებულად ხშირად კი მას დაწყებითი კლასის მოსწავლეები სტუმრობენ.
ფოთის იდეათეკას მოსწავლეები კითხვის, კომპიუტერში საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და მეცადინეობის გარდა, კიდევ უამრავი მიზნით იყენებენ. აქ ბავშვები სხვადასხვა პროექტზე დამოუკიდებლად თუ ჯგუფურად მუშაობენ, ესწრებიან მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს, ისვენებენ და ეძებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.
დიდი სივრციდან გამომდინარე, იდეათეკაში სკოლის სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაც ხშირად იმართება. იდეათეკაში ტარდება ფოთის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის, “დემოსის” შეხვედრებიც, რომლის მონაწილეებიც არაერთ საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში არიან ჩართული.
შექმნის დღიდან საქართველოს ბანკის იდეათეკა ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, შეიმეცნოს, ისწავლოს, განვითარდეს და არ გაჩერდეს.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს.
უახლესი