დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შესაძლებლობებს აძლევს ე.წ ოფშორების კანონი ბიზნესს და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა შესაძლებლობებს აძლევს ე.წ ოფშორების კანონი ბიზნესს და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

26-04-2024 09:51:00

ევროკავშირში მიდის ტენდენცია თუ როგორ შეიძლება ოფშორები მოაქციონ საკუთარი იურისდიქციის ქვეშ იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენებზე ისაუბრა. მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენა კი  ოფშორული ზონებიდან კაპიტალის გადმოტანის შესაძლებლობები იყო.

„გუშინ პირველად, კანონის მიღების შემდგომ, რომელიც შეეხებოდა ე. წ. ოფშორული ზონებიდან კაპიტალის გადმოტანის შესაძლებლობას ქვეყანაში და ამ კუთხით დამატებით შეღავათებს, გაიმართა Business Insider Georgia-ს მიერ ორგანიზებული რიგით მე-13 ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც სახელმწიფო, ბიზნეს და ანალიტიკური სექტორების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე  და ასევე 15-ზე მეტი ბიზნეს ასოციაციის და 40-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. მათ შორის პანელურ დისკუსიაში სპიკერად იყო მოწვეული იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი. ჩვენ განვიხილეთ პოტენციური საგადასახადო შეღავათები, რომელიც შეიძლება კომპანიის რევოკაციის შემთხვევაში და ან ადგილზე დარჩენის შემთხვევაში და არა ოფშორში გასვლის შემთხვევაში კომპანიებმა მიიღონ. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საუბარია კომპანიებზე, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ თემაზე არაერთი სპეკულაციური და მსუბუქად, რომ ვთქვათ არაპროფესიული დისკუსია შედგა ამ თემაზე. ერთია როდესაც თემის შესახებ პოლიტიკურ მდგენელებზე საუბრობ. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ცალკეულ შემთხვევებში ხდება სახელის დარქმევა, რომ თურმე ეს კანონი თეორიულად, შეიძლება რაიმეს იწვევდა და შემდგომ სიღრმისეულ განხილვაში აღარავინ მიდის. მეორე თემა არის წმინდა ეკონომიკური მდგენელი და რამდენიმე საინტერესო ტენდენციაა ამ კუთხით მთელს მსოფლიოში.

პირველ რიგში მინდა გავიხსენო ამერიკის სენატის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხებოდა. მთელს მსოფლიოში არის ტენდენცია, თუ როგორ მოახერხონ ქვეყნებმა მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის აშშ და ევროკავშირის ნებისმიერი წევრი ქვეყანა, ოფშორულ კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების საკუთარ ქვეყანაში ან დატოვება ან დამატებით მოზიდვა და რელოკაცია. აშშ-ს სენატის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ პოტენციურად აშშ-ს შეუძლია 6 მლრდ დოლარი დამატებით მოიზიდოს ოფშორული კომპანიებიდან. ის ასევე აღნიშნავდა, რომ 2021 წელს აშშ0მ 688 მლნ დოლარი დაკარგა ამ კუთხით და ხაზს უსვამდა, რომ აშშ-ს სჭირდება კანონმდებლობა კომპანიების ქვეყანაში დამაგრების ან მოზიდვის, ჯამში ითვლება, რომ აშშ-დან 2 ტრილიონი დოლარია ამ კუთხით გასული. ევროკავშირის ქვეყნები ამ თემაზე მუდმივად მსჯელობენ, თუ როგორ დაამაგრონ კომპანიები რომ არ გავიდნენ ევროკავშირიდან და არ გაიტანონ შემოსავალი ევროკავშირიდან და ასევე, როგორ შეუწყონ ხელი ოფშორებიდან კომპანიების დაბრუნებას. თუ ჩვენ შევხედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, სხვადასხვა ტიპის შეღავათები არსებობს, მაგალითად მხოლოდ საფრანგეთში 30-მდე პრეფერენციული რეჟიმი მოქმედებს კომპანიებისათვის. ასევე ამ კუთხით მოწინავეა ესპანეთი, პორტუგალია. ასევე აღსანიშნავია, ევროკავშირის შიგნით ცალკეულ ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ათეულობით ასეთი ელემენტი მოქმედებს ევროკავშირის შიგნით და მიდის მუდმივად დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ მოახდინოს ევროკავშირმა მაქსიმალურად დივერსიფიცირება ამ სისტემის. დაახლოებით ერთი კვირის წინ ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნდა სია, რომელიც შეეხებოდა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც არ თანამშრომლობენ ევროკავშირთან საგადასახადო მიზნით. მათ შორის მოხვდა რამდენიმე ცნობილი ოფშორული ზონა, როგორიც არის პანამა, ამერიკის სამოა და ასე შემდეგ. ანუ ევროკავშირში მიდის ტენდენცია თუ როგორ შეიძლება ოფშორები მოაქციონ საკუთარი იურისდიქციის ქვეშ იმისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ. ეს არის რეალობა, რაც ცვლილებებს ახლავს თან და მეტი განსაკუთრებული არაფერი, რომ აქ გენერირებული შემოსავალი არ გავიდეს ქვეყნიდან და თუ შესაძლებელია მოხდეს ქვეყანაში დამატებითი კაპიტალის, აქტივების, მათ შორის ინტელექტუალური აქტივების შემოტანა იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკას შემდეგი წინსვლა ჰქონდეს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა თავის მიმოხილვაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები