დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შედეგებით დაბრუნდა Agrolane „Foodex Japan" 2025 - დან

რა შედეგებით დაბრუნდა Agrolane „Foodex Japan" 2025 - დან

24-03-2025 12:28:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოშიგამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2025"  ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Agrolane / აგროლეინი. გამოფენის შედეგებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ღვინიაშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, იაპონიის ბაზარი მეტად საინტერესო და მდიდარია. გამოფენა კი მეტად პროდუქტიული იყო კომპანიისთვის.

 

„ზოგადად, ძალიან საინტერესო და მდიდარი ბაზარია. ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ   120 000 000 -ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და შესაბამისად ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზაა. საშუალოზე ზევით არის შესყიდვისუნარიანობა. ძალიან პროდუქტიული გამოფენა გვქონდა.  ჩვენ წინასწარაც გვქონდა რაღაც შეხვედრები დაგეგმილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ წელს სეზონზე იაპონიაში ექსპორტს დავიწყებთ “, - ამბობს კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი.

 

„აგროლეინის“ ძირითადი საექსპორტო ბაზარი გალფის ქვეყნებს მოიცავს, თუმცა იგეგმება არეალის გაფართოება.

 

„ჩვენი ძირითადი ექსპორტიორი გალფის ქვეყნები იყო. შარშან საცდელი მიწოდებები გვქონდა ინდოეთში, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა და ჩვენ წელს აქტიურად ვიმუშავებთ ინდოეთის მიმართულებითაც, მიწოდების კუთხით “, - აღნიშავს კომპანიის დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვების 70%- ექსპორტზე მოდის.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები