დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სერვისს სთავაზობს MBG Rent მოხმარებლებს და როგორია კომპანიის გეგმები

რა სერვისს სთავაზობს MBG Rent მოხმარებლებს და როგორია კომპანიის გეგმები

25-02-2025 10:00:00

კომპანია MBG Rent • ემბიჯი რენთ-ის სერვისებზე, რომლის ძირითად საქმიანობასაც სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის გაქირავება წარმოადგენს, მოთხოვნა იზრდება. როგორც Business Insider Georgia-სთან MBG Rent-ის დირექტორის მოადგილემ მინდია მაზმიშვილმა განაცხადა, ტექნიკის იჯარას ბევრი უპირატესობები გააჩნია და ამ ფონზე სამშენებლო ტექნიკის ქირაობაზე წლიდან წლამდე მოთხოვნა მზარდია.

„მომხმარებელი თანდათან დავარწმუნეთ იჯარის უპირატესობაში. შესაბამისად მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ასევე იზრდება მოთხოვნა ხარისხსა და სიახლეზე, სწორედ ამიტომ  მომხმარებელი თანამედროვე ევროპული სტანდარტის უსაფრთხო პროდუქტს ითხოვს, რაც ძალიან გვახარებს“, - აცხადებს მინდია მაზმიშვილი.

MBG Rent-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე  Business Insider Georgia-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ბიზნესთან, ისე კერძო პირებთან.

„MBG Rent-ში ვერ შეხვდებით ვერანაირ მინიმალურ სტანდარტს. ჩვენთან შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის პროდუქტი, ნებისმიერი  ვადით იქირაოთ. ამით ყველა მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ შესასრულებელი სამუშაო ზედმეტი დანახარჯის გარეშე შეასრულოს, სწორედ ამიტომ როგორც ბიზნესთან, ისე კერძო პირებთან თანაბრად ვთანამშრომლობთ“, - ამბობს ანა გაბრიაძე.

MBG Rent-ის დირექტორის მოადგილის განმარტებით, იმდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ზოგადად დარგი, რომ ხშირად სამშენებლო კომპანიას საკუთარი ტექნიკის ქონა არ უღირს, მით უმეტეს, რომ მისი მოვლა-პატრონობა მისთვის კიდევ დამატებითი ხარჯია.

„სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის  შეძენა, მოვლა-პატრონობა ხშირად დიდ და გაუმართლებელ ხარჯებთან არის დაკავშირებული, უნივერსალური პროდუქტის ფასი გაცილებით მაღალია, ერთგვაროვანი პროდუქტი კი ბიზნესის ინტერესებს ვერ ერგება, შესაბამისად ჩვენი მომხმარებელი ხდება როგორც დიდი სამშენებლო კომპანია ისე კერძო პირი“, - ამბობს  მინდია მაზმიშვილი.

თუმცა, მიუხედავად ბაზრის ტექნოლოგიური გადაიარაღებისა, არც MBG Rent რჩება სიახლეების მიღმა და მუდმივად განახლებაზე ზრუნავს და მუშაობს.

„სამშენებლო სფეროს განებივრებას მუდმივი სიახლეებით განვაგრძობთ, ყოველდღიური პროცესია თანამედროვე გამოწვევების შესწავლა და სიახლეების დანერგვა. თუმცა განსაკუთრებულ სიახლედ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ წელს MBG Rent  მშენებლების გარდა მეწარმეებსაც გასწვდება, და ქართული წარმოებას უნიკალურ და მსოფლიოში აღიარებულ ბრენდს GESIPA-ს შესთავაზებს“, - ამბობს MBG Rent-ის დირექტორის მოადგილე.

კომპანიის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე მიიჩნევს, რომ MBG Rent-ი ბაზარს და საკუთარ მომხმარებლებს მათზე მორგებულ ტექნიკასა და სერვისებს სთავაზობს და ეს დღეს დიდი უპირატესობაა.


„მას შემდეგ რაც, მომხმარებელი მოგვმართავს, უკვე საერთო მიზანი გვაქვს და ეს მიზანი უკვე ამოცანის ყველაზე ოპტიმალური ამოხსნაა. ჩვენთვის მთავარია ჩვენი კლიენტის თუ დამკვეთის საინჟინრო მოთხოვნების დაკმაყოფილება შევძლოთ“, - ამბობს ანა გაბრიაძე

სამი სამშენებლო პროდუქტის იჯარის  შეთავაზებით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და კომპანიის მენეჯმენტი არსებული მიღწევებით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

„2019 წელს სამი სამშენებლო პროდუქტის იჯარის  შეთავაზებით დაიწყო ჩვენი საქმიანობა, დღეს უკვე ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო, ყველა სახის სამშენებლო ინვენტარი თუ  წვრილი ტექნიკა შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენთან იჯარით, ამასთან მომხმარებელს ვთავაზობთ ბეტონის გადატუმბვის, ალმასური ჭრის, ალმასური ბურღვის, ხიმინჯის ნგრევისა და საინჟინრო  მომსახურებებს“, - ამბობს MBG Rent-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები