დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და ევროკავშირს - 8 თვის მონაცემები

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და ევროკავშირს - 8 თვის მონაცემები

26-09-2023 12:00:05

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ევროკავშირში 506,436.74 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 568,237.69 ათასი დოლარის. შესაბამისად კლება 11%-ია.

ბოლო წლების სტატისტიკით კი ევროკავშირში ექსპორტი მზარდია. ევროპის ქვეყნებში საქართველოდან გატანილი პროდუქციის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირში ექსპორტიდან 862,525.19 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

2023 წლის 8 თვის სტატისტიკით საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მადნები და სპილენძის კონცენტრატებია, რომელზეც ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 46%-ი მოდის. მეორე ადგილზეა სასუქები, ექსპორტის 6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე ეთილის სპირტი - ექსპორტის 5%-იანი წილით.

რაც შეეხება იმპორტს, 8 თვეში ევროკავშირიდან იმპორტმა 2,389,647.11 ათასი დოლარი შეადგინა. რაც 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებთან 28%-იანი ზრდაა.

2022 წლის 8 თვეში საქართველომ ევროკავშირიდან 1,869,740.44 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. ევროკავშირიდან იმპორტმა, ექსპორტის მსგავსად მაქსიმუმს სწორედ 2022 წელს მიაღწია.

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან საქართველოში 3,060,411.95 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 

ევროკავშირიდან იმპორტში ნომერ პირველი ადგილი (12%) მსუბუქი ავტომობილებს უკავია. მეორე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რომელზედაც ევროკავშირიდან იმპორტის 7%-ი მოდის, ხოლო მესამეზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები 6,5%-იანი წილით. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები