დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საკითხებს განიხილავენ მთავრობის სხდომაზე

რა საკითხებს განიხილავენ მთავრობის სხდომაზე

15-01-2024 10:54:00

დღეს, 15 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობა სულ 9 საკითხზე იმსჯელებს. 

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ოპტიმა საბურთალოსა“ და შპს „ლენდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 ნოემბრის №2080 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ემ თი ეი“-ს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას (FIS) და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის (NSA) გასაფორმებელი ხელშეკრულებების მოწონების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ „ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“-ში (The European Fund for Southeast Europe S.A., SICAV-SIF) ინვესტიციის განხორციელების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სს „თიბისი ბანკისთვის“ გარანტიის გაცემის შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და Sinohydro Corporation Limited (China) -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები