რა საკითხები განიხილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
19-12-2023 10:09:00
დღეს, 19 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის დღის წესრიგში სულ 8 საკითხია და რვავე საკითხს მინისტრთა კაბინეტს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების მინისტრი წარუდგენს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
- საქართველოს კანონის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1044 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ”
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისათვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთოსათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭების და მათი საზღვრების დამტკიცების შესახებ” ,,გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემებრის N587 დადგენილებაში ცლილებების შეტანის თაობაზე”