დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა PLUS აქვს გუდაურსა და ბაკურიანში დასვენებას

რა PLUS აქვს გუდაურსა და ბაკურიანში დასვენებას

02-02-2025 13:18:00

გიზიარებთ ბლოგს: საქართველოს მთიანი კურორტები ყველასთვის საყვარელი დანიშნულების ადგილია ზამთარში. თხილამურებით სრიალი, თოვლიანი პეიზაჟებით ტკბობა და მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად გატარებული დაუვიწყარი მომენტები – ყველაფერი ეს ამ სეზონის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, თუ გინდა, შენი დასვენება კიდევ უფრო საინტერესო და თან სარგებლის მომტანი იყოს, საქართველოს ბანკის განსაკუთრებული შეთავაზებები არ უნდა გამოგრჩეს!

საქართველოს ბანკის PLUS, Student Card-ისა და საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს მარტის ბოლომდე გუდაურსა და ბაკურიანის ყველა კვების ობიექტში, სადაც BOG-ის ტერმინალია, დამატებითი PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ. ეს მშვენიერი შანსია, რომ შენი ზამთრის თავგადასავალი არა მხოლოდ საოცარი და ლამაზი, არამედ ფინანსურად უფრო მომგებიანიც იყოს.

PLUS ბარათი

მიიღე ყოველ გადახდაზე 5-ჯერ მეტი PLUS ქულა, მაქსიმუმ 20 000 ქულა. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ეს ბარათი, შეგახსენებთ, რომ ციფრული PLUS ბარათისსწრაფად აღება მობილბანკიდან შეგიძლია, ხოლო ფიზიკურის შეკვეთა ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

Student Card

გუდაურისა და ბაკურიანის ნებისმიერ კვების ობიექტში საქართველოს ბანკის ტერმინალზე სტუდენტური ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას, მაქსიმუმ 5000 ქულას, დააგროვებ.

საკრედიტო AmEx ბარათი

ამ განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობა AmEx-ის მომხმარებლებსაც შეუძლიათ და ყოველ გადახდაზე 5-ჯერ მეტ MR ქულას (მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით) დააგროვებენ.

ეს შეთავაზებები შენს დასვენებას ნამდვილ PLUS-ად აქცევს, რადგან ყოველი ფინანსური აქტივობა მეტ შესაძლებლობას უდრის ზამთრის მხიარულ დღეებში. თანაც, PLUS/MR ქულების დაგროვება მომავალ სასიამოვნო გამოცდილებებს უდრის: დაგროვილ ქულებს საქართველოს ბანკის სხვადასხვა პარტნიორი ობიექტის სასურველ პროდუქტსა ან/და სერვისში მარტივად გადაცვლი.

მოკლედ, თუ გუდაურსა და ბაკურიანში დასვენებას გეგმავ, ახლა სწორედ საუკეთესო დროა, რომ თბილად ჩაიცვა, მოიმარჯვო საქართველოს ბანკის ბარათები და PLUS დღეები გაატარო!

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 დღის წინ

1 დღის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები